სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემი ოცნების სახლი იქნებოდა უკრაინელი ბავშვების თავშესაფარი“- ოზურგეთის N2 სკოლის მოსწავლის, იოანე კოსტავას ემოციური წერილი
23-03-2022
-
+


ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლაში უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ. 

სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე იოანე კოსტავამ დაწერა გზავნილი, რომლითაც უკრაინელ თანატოლებს მიმართავს. ის წერს, თუ როგორი იქნებოდა თავისი ოცნების სახლი და რომ ამ სახლში უკრაინლელ ბავშვებს უმასპინძებდა. იოანე კოსტავა წერს, რომ ის თავისი თანადგომით ომის საშინელი მოგონებების წაშლას შეეცდებოდა. 

„ჩემი ოცნების სახლი იქნებოდა თბილი, ლამაზი, კეთილმოწყობილი და ფერადი. მზრუნველი აურით ვუმასპინძლებდი უკრაინელ ბავშვებს, ისინი ხომ საშინელი ომიდან მოდიან, მოდიან ქვეყნიდან, სადაც არ ინდობენ ქალს, დედას, მოხუცს და ბავშვს...ბავშვებს, რომლის ცნობიერებაც კი ვერ შესწვდება იმის გაგებას, რატომ ბომბავენ, ჯერ ხომ ისეთი უმწეოები არიან. გულწრფელი სიყვარულით ვუმასპინძლებდი და მზრუნველობით მოვეკიდებოდი თითოეულ მათგანს, ჩემი თანადგომით შევეცდებოდი სიყვარულით წამეშალა მათ მეხსიერებაში ის საშინელი დღეები, რაც ომმა მათ არგუნა. ჩემი ოცნების სახლი იქნებოდა უკრაინელი ოკუპირებული ბავშვების თავშესაფარი, სადაც დავამკვიდრებდი ბედნიერებას, სიხარულს და ყოველივე ადამიანურს“,- წერს მეოთხეკლასელი იოანე კოსტავა.

იხილეთ ფოტოები:
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება