| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ტყის მნიშვნელობის შესახებ, ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც სკოლის ეკოკლუბის წევრები, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურის დაინტერესებული მოსწავლეები.
საქართველოში ტყეების შესახებ არსებული გამოწვევებისა და პერსპექტივების საკითხებზე მოსწავლეებს მოხსენება წარუდგინა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კარლო ამირგულაშვილმა.
გამწვანების მნიშვნელობისა და ურბანული მეტყევეობის შესახებ ისაუბრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გარემოს დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ყარსიმაშვილმა.
მოზარდებში შეხვედრამ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. მათ შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.
შეხვედრა ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა, რომელიც 21 მარტს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას