| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სამტრედიის N4 საჯარო სკოლაში უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თანადგომა აქტივობით გამოუცხადეს.
სკოლის IX1 IX2 X1 მოსწავლეებმა მეგობარ ქვეყანას სოლიდარობა გამოუცხადეს. მოეწყო დისკუსია - „ომი უგუნურებაა, მშვიდობა - სულიერი მოწოდება“. მოსწავლეებმა დაგმეს ომი და მშვიდობის მხარეს მკაფიოდ დადგნენ.
აღნიშნული აქტივობა გეოგრაფიის მასწავლებელ ხათუნა ახობაძისა და ისტორიის მასწავლებელ ნელი ცეცხლაძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
„მოსწავლეებმა დაგმეს ომი. აღნიშნეს, რომ ომი ლაბირინთია, რომელსაც ინდივიდი თავს ვერ აღწევს. დღეს მომავალ თაობას მეტი ფაქტორი, მეტი რესურსი სჭირდება ომის იდეის სამხილებლად და უგულებელსაყოფად. ჩვენ გვინდა მშვიდობა! ეს უნდა იყოს მთელი მსოფლიოს საერთო აზრი. საერთო აზრით გაერთიანებულ ადამიანებს კი ვერავინ დაამარცხებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას