სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N71 საჯარო სკოლა საერთაშორისო პროგრამაში წარმატებით ჩაერთო
22-03-2022
-
+


თბილისის N71 საჯარო სკოლამ კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია - სკოლა ჩაერთო Showcase School პროგრამაში და ამის შესახებ, სკოლის ხელმძღვანელს - პაატა ჩორგოლაშვილს ოფიციალური წერილის საშუალებით შეატყობინეს:

„გილოცავთ! Microsoft სიამოვნებით გაცნობებთ, რომ თქვენი სკოლა ჩაერთო Showcase School პროგრამაში და ის იმუშავებს განათლების ტრანსფორმაციის გზაზე. Microsoft Showcase სასკოლო პროგრამაა, რომელიც მრავალი წელია, თანამშრომლობს თანამოაზრე ლიდერებთან მთელი მსოფლიოდან, რათა შეიმუშაოს, განავითაროს და მოახდინოს დადებითი გავლენა სწავლა-სწავლების პროცესსა და ასევე მოსწავლეების სამომავლო განვითარებაზე.

პროგრამა მიზნად ისახავს ლიდერობის, სწავლის, ტექნოლოგიებისა და ინფრასტრუქტურის გაერთიანებას; უსაფრთხო, ოპტიმიზებული და ეფექტური სკოლების შექმნას; თქვენ ხართ განვითარების გზაზე, რათა შეუერთდეთ Microsoft Showcase სკოლების ელიტარულ გლობალურ ჯგუფს, ამით კი საფუძველს ჩაუყრით განათლების საუკეთესო პრაქტიკას, რომელსაც შეუძლია სკოლების ინფორმირება მთელ მსოფლიოში“ - ასეთია წერილის შინაარსი. 

თბილისის N71 საჯარო სკოლის მორიგ წარმატებას კი ხელმძღვანელი, პაატა ჩორგოლაშვილი ასე ეხმაურება:

​„ჩვენი, 71-ე საჯარო სკოლის ისტორიაში, კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი, წარმატების დღეა!!!  მოგვივიდა სასიხარულო ინფორმაცია - ამ პროგრამაში ჩართვა, დიდი კონკურენციის მიუხედავად, უაღრესად სასიამოვნოა, თუმცა, ამასთანავე, მეტად საპასუხისმგებლო!!! დიდი მადლობა მანანა ტალახაძეს, ლია ქობულაშვილსა და თამთა მოსეშვილს, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის“! 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება