სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გუდაუარის საჯარო სკოლის მოსწავლე ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე იასპარეზებს
22-03-2022
-
+


კორონავირუსულმა პანდემიამ საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა; თუმცა სკოლის ხელმძღვანელებისა და ერთმუშტად შეკრული პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების დამსახურებით, სასწავლო პროცესი უწყვეტ რეჟიმში წარიმართა და სწორედ მასწავლებლების თავდადებამ განაპირობა ის, რომ ბავშვებმა ყველა გამოწვევის მიუხედავად, შეძლეს მიეღოთ საფუძვლიანი განათლება.

ასეთ პროფესიონალიზმის ერთ-ერთი მაგალითი გახლავთ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, გუდაურის საჯარო სკოლა, სადაც მუდმივად ზრუნავენ არა მხოლოდ მოსწავლეთა განათლებაზე, არამედ მათ მოტივაციაზე და ცხოვრების ჯანსაღი წსის პროპაგანდასაც ეწევიან. 

გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ვარჯიშობენ სამთო სათხილამურო სპორტში. სკოლის აღსაზრდელები და აღზრდილები ხშირად  მონაწილეობენ საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ გამართულ შეჯიბრებებში და საპრიზო ადგილებსაც იკავებენ.

20- 25 მარტს ფინეთის ქალაქი ვუოკატი მასპინძლობს ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, სადაც საქართველოდან სპორტის სამ სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, ტრამპლინიდან ხტომა, სამთო თხილამურობა) 6 სპორტსმენი მონაწილეობს.

მათ შორისაა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გუდაურის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე, სამთო მოთხილამურე ლუკა ბუჩუკური. ლუკას არაერთხელ მიუღია მონაწილეობა სხვადასხვა შეჯიბრებაში და საპრიზო ადგილებიც დაუკავებია.

„იმედი გვაქვს ლუკა ახლაც ასახელებს საქართველოს. წარმატებებს ვუსურვებთ ლუკა ბუჩუკურს და საქართველოს გუნდს ამ ასპარეზობაზე“ - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება