TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელთა საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესი დამტკიცდა 
22-03-2022
-
+


განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხნეკელის ბრძანებით საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესი დამტკიცდა. 

ბრძანების მიხედვით, საგნის გამოცდის ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს ამ წესით დადგენილი პროცედურებით ტესტირებაზე დარეგისტრირებულ მასწავლებლობის მსურველს. 

პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ უფროს ან წამყვან მასწავლებელს, რომელსაც ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-ანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე.

ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებთან დაკავშირებით ცენტრი ეყრდნობა სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისა და სსიპ – მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ასევე ცენტრში არსებულ მონაცემებს პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ საგნის გამოცდის ჩაბარების ან საგნობრივი კომპეტენციის არანაკლებ 50%-ანი შედეგით დადასტურების თაობაზე.

პროფესიული უნარების გამოცდაში მონაწილეობის უფლების განსაზღვრის მიზნით, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ვალდებულია ცენტრს მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია უფროსი მასწავლებლებისა და წამყვანი მასწავლებლების შესახებ (მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მასწავლებლის სტატუსის სახე, ინფორმაცია იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ, სადაც ასწავლის პირი), ხოლო სსიპ – მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებულია მიაწოდოს ცენტრს ინფორმაცია იმ უფროსი მასწავლებლების შესახებ, რომელთაც უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე (მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი).

თუ აპლიკანტი არ აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით მასწავლებლის განათლების მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს, იგი ტესტირებაში მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისთვის.

გაეცანით ყველა დეტალს

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება