სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მრავალფეროვანი და საინტერესო გაკვეთილები ჩატარდა
22-03-2022
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის სწავლებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამჯერად, სკოლის მე-4 და მე-10 კლასებში ინგლისური ენის საინტერესო გაკვეთილები ჩატარდა. 

მე-4 კლასში მოსწავლეებმა პროექტი „ჩემი ქალაქი“ დაასრულეს. მისი მიმდინარეობისას მოსწავლეებმა ტურისტებისათვის პოსტერები შექმნეს, რასაც თან დაურთეს ღირსშესანიშნაობების ფოტოები და მათი აღწერა ინგლისურ ენაზე. 

მე-10 კლასში კი თემა „კვება“ შეაჯამეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები We are what we eat - მოამზადეს.

მოსწავლეები აქტივობებში ინგლისური ენის მასწავლებლის იულია კუხალაშვილის ხელმძღვანელობით დიდი მონდომებითა და ინტერესით ერთვებიან.

„მე-4 კლასში შემაჯამებელ გაკვეთილზე ბავშვებმა გააკეთეს  პოსტერების პრეზენტაცია, სიყვარულით ისაუბრეს მშობლიურ ქალაქზე, მის ხიბლზე და  სილამაზეზე, ღირსშესანიშნავ ადგილებზე,რომლებიც მათი აზრით ტურისტების ყურადღებას ყველაზე მეტად იპყრობს. ხოლო მე- 10 კლასში საინტერესოდ ისაუბრეს კვების როლზე და მის მნიშვნელობაზე ადამიანის ცხოვრებაში, თუ როგორ იკვებება ხალხი და რა შედეგი მოაქვს ამას მათ ჯანმრთელობაზე, ცხოვრების წესზე, ერთმანეთს მისცეს არგუმენტირებული რჩევები კვების შესახებ. ბოლოს ბავშვებმა წარმოადგინეს სახალისო ვედეორგოლები, სადაც გაუზიარეს ერთმანეთს  საყვარელი კერძის რეცეპტები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება