სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს, არც შენ დაითვალო!“- პატრიკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მოწოდება
22-03-2022
-
+


გივი შენგელიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

X კლასის მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები, დაურიგეს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. ასევე დაამზადეს კედლის გაზეთი. ისინი ეცადნენ, რომ აქტივობებით საზოგადოების ცნობიერება აემაღლებინათ. მათ ამ დღის სიმბოლო ჭრელი წინდებიც ჩაიცვეს ხელზე. 

სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს კლასის საათი - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს, არც შენ დაითვალო“, მიეძღვნა.

მოსწვლეები ამ აქტივობებში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

სკოლაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.

„მოსწავლეებმა უკვე იციან, თუ რა არის დაუნის სინდრომი, რა იწვევს მას, რატომ აღინიშნება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე 21 მარტს, როგორები უნდა ვიყოთ ამ სინდრომის მქონე პიროვნებების მიმართ და როგორ უნდა ვაგრძნობინოთ მხარდაჭერა მათ და მათი ოჯახის წევრებს. ისინი, ასევე, შეუერთდნენ ჭრელი წინდების ტრადიციას, რომლის მიზანი მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა. მოსწავლეებმა გულითადი სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინელ დაუნის სინდრომის მქონე პირებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება