სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შავსაყდრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე საინტერესოდ აღნიშნეს
22-03-2022
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგების - ნანა თეგაძისა და მედეა ჯანგებაშვილის დახმარებით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეები მრავალფეროვან აქტივობებში ჩაერთნენ, მათ შორის ჭრელი წინდების კამპანიას შეუერთდნენ და საინფორმაციო პლაკატები დაამზადეს. 

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე მიმართულია დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ამ სინდრომის მქონე ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისკენ.

ჩვენი მიზანია შევძლოთ სკოლის მოსწავლეებში ჯანსაღი ღირებულებების ჩამოყალიბება, რათა მათ განსხვავებული ადამიანების მიღება და დაფასება შეძლონ.

„საზოგადოებაში არაერთი მცდარი მოსაზრება არსებობს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესახებ, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება. აღნიშნულ ფაქტს საფუძვლად არასწორი ინფორმაციის გავრცელება უდევს, რომელიც არც რეალობაზეა დაფუძნებული და არც სამეცნიერო კვლევებზე.

დაუნის სინდრომის გლობალური ფონდის ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ მითები და რეალობა, რომელთა უმრავლესობას მითითებული აქვს შესაბამისი ბმული კვლევებზე, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. გვინდა, დღევანდელმა ღონისძიებამ სწორი მიმართულება დაგვანახოს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ცხოვრებაზე“,- აღნიშნავენ მოსწავლეთა პედაგოგები. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება