სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზემოსურების საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა, გიორგი ზამბახიძემ მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა
22-03-2022
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებთან დაკავშირებით მუდამ საინტერესო და ამავდროულად, შემეცნებითი აქტივობები ტარდება.

ბიოლოგიის მასწავლებელმა გიორგი ზამბახიძემ მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა, რაც დაუნის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში განხორციელდა.

პედაგოგმა მოსწავლეებს კედლის გაზეთი დაამზადებინა და ასევე, სპეციალური ბროშურები დაურიგა.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 2011 წლის დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და მოუწოდა ყველა გაეროს წევრ ქვეყანას, აგრეთვე მის სტრუქტურაში შემავალ სააგენტოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორის აქტივისტებს 2012 წლიდან მომხდარიყო მისი ყოველწლიური აღნიშვნა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

რეგისტრაცია 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება - დეტალურ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს

სკოლების ავტორიზაციასთან დაკავშირებულ მინისტრის ბრძანებაში ცვლილებები შევიდა

როგორ უნდა აიღოთ სკოლის ატესტატი და რა შემთხვევაშია ფასიანი 

„წლებია ვსაუბრობთ მასწავლებელთა პროფესიულ გადამზადების მნიშვნელობაზე“ - ანგარიში

პიროვნება

„როცა ვხედავ, ჩემი გაზრდილი ბავშვები მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან, ვხვდები, რომ ჩვენი შრომა ფასდება“...

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სკოლები

მოსწავლეები გარემოსდაცვით ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ

თითოეულ ნამუშევარში იკითხება მოსწავლეთა ინდივიდუალური ხედვა და მხატვრული ნიჭი
 
საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება