სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბობოყვათის საჯარო სკოლის მოსწავლეები სოფლის ხანდაზმულ მოსახლეობას დაეხმარნენ
18-03-2022
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის საჯარო სკოლის მოსწავლეები სოფელში დარჩენილ ხანშიშესულ მოსახლეობას დაეხმარნენ. 

ბობოყვათში დიდთოვლობაა, ამიტომ სკოლის მოსწავლეებმა აქცია „მე ვიქნები თქვენი შვილიშვილი“ წამოიწყეს. ისინი თითოეულ მოხუცებულთან სახლში მიდიოდნენ და ეხმარებოდნენ. 

დროთა განმავლობაში ამ აქციას სოფლის მოსახლეობაც შეუერთდა. მათ ერთობლივი ძალებით შეძლეს, რომ ადამიანებს დახმარებოდნენ. 

„სოფელ ბობოყვათში დიდთოვლობაა... სოფელში მრავლადაა ბებიები და ბაბუები, რომლის შვილიშვილები და შვილები ქალაქად ცხოვრობენ, მათ კი თოვლში მაშინ, როცა გვერდში დამხმარედ სწორედ შვილიშვილები სჭირდებოდათ არავინ ჰყავდათ, ამიტომ ბობოყვათის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ნატვრის ხის“ მოსწავლეებმა დაიწყეს კამპანია ,,მე ვიქნები თქვენი შვილიშვილი''. მოსწავლეები მიდიოდნენ ბებია-ბაბუებთან და ვინც რას დაავალებდა მათ იმით ეხმარებოდნენ. განსაკუთრებით რა თქმა უნდა, ყველას შეშა და სითბო სჭირდებოდათ. თუმცა იყო ოჯახები, სადაც ხეხილის და ციტრუსის ბაღებზე დარდობდა მოხუცები და შვილიშვილებმა ეს თხოვნაც შეუსრულეს და თოვლისგან დამძიმებული ტოტები გაათავისუფლეს! საბოლოოდ, სოფელში მალე გავარდა ხმა ამ პატარა აქციის შესახებ, დროებითი შვილიშვილი აქციაში არამხოლოდ ბავშვები, არამედ სოფლის მოსახლეობაც ჩაერთო... გზის გახსნის შემდეგ მოდიოდნენ ნამდვილი შვილიშვილები და მადლობას უხდიდნენ მოსწავლეებს. ბავშვები კი აღიარებდნენ, რომ მადლობაზე ძვირფასი ის იმედიანი თვალები იყო, რომლითაც მოხუცები უყურებდნენ მათ“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება