სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვისურვებდით, ქველმოქმედება ჩვენს საზოგადოებაში პრესტიჟული გახდეს“- ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის ეკოკლუბელთა მორიგი აქცია
18-03-2022
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლა საქველმოქმედო აქციებს ხშირად მართავს და მოსწავლეები კეთილ საქმეში მუდამ აქტიურად ერთვებიან.

სკოლის ეკოკლუბმა „რეინჯერებმა“ სოფელ ახალ დიოკნისის მაცხოვრებლებისგან ტანსაცმელი და სხვა საჭირო ნივთები თუ პროდუქტები შეაგროვეს, შემდეგ კი სოციალურად დაუცველ ოჯახს დაეხმარნენ.

„ქველმოქმედება მხოლოდ უანგარო დახმარებას გულისხმობს და როგორც ყველა ქმედება, ორ მხარეს საჭიროებს. სუბიექტს - ვინც მოქმედებს და ობიექტს - ვისთვისაც ეს ქმედება ხორციელდება.  ქველმოქმედი შეიძლება იყოს ერთი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი. ახალგაზრდული გარემოს დაცვითი კონკურსის ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2022-ის ფარგლებში ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა „რეინჯერებმა“ სოფელ ახალ დიოკნისის მოსახლეობაში შეაგროვეს ტანსაცმელი, საკვები პროდუქტები ნაძვის ხის სათამაშოები და ფული. შეიძინეს ნაძვის ხე და გადასცეს მარნეულში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ თორმეტ სულიან ოჯახს, რომელსაც ძალიან გახარებული და მადლიერების გრძნობით აღსავსე დარჩა; „რეინჯერები“ მოგიწოდებენ აკეთოთ სიკეთე, რითაც და როგორც შეგიძლიათ შეაგროვეთ ყველაფერი ტანსაცმელი, ტკბილეული, სათამაშოები, მიეცით და გაუხარდეთ ახალი წლის დღე მას ვისაც სჭირდება ეს ყველაფერი თქვენზე მეტად. ვისურვებდით, რომ ქველმოქმედება ჩვენს საზოგადოებაში ძალზე მოდური, პრესტიჟული გახდეს და მისკენ ადამიანები ისევე ისწრაფოდნენ, როგორც მაგალითად დირექტორობის დეპუტატობის ან დაც პრეზიდენტობისკენ“, - აღნიშნულია ეკოკლუბელების განცხადებაში.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება