სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა კიდევ ერთი სოციალურად დაუცველი ოჯახი გაახარა
18-03-2022
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტებით დაეხმარნენ.

„რეინჯერებმა“ პოსტერი შექმნეს, რომლის საშუალებითაც საკუთარ ოჯახის წევრებს მოუწოდეს სურსათის ბანკი შეექმნათ, საიდანაც ზედმეტი საკვები დაურიგდებოდათ მათ, ვისაც ეს სჭირდებათ.

„იმის მაგივრად, რომ ჭარბ საკვებს სწორად ვიყენებდეთ ან ვანაწილებდეთ, მსოფლიოში წარმოებული საკვების მესამედს ისე ვაგზავნით ნაგავსაყრელზე, მის მოხმარებასაც ვერ ვასწრებთ. თუმცა, ეს მხოლოდ სურსათის დაკარგვას არ ნიშნავს. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, FAO-ს 2015 წლის კვლევით, საკვების ნარჩენები სათბური გაზების ემისიების დაახლოებით, 8%-ს შეადგენს და კლიმატის ცვლილების ერთ-ერთ მიზეზად სახელდება. კლიმატის ცვლილება, დიდი ხანია, გასცდა მხოლოდ ეკოლოგიური პრობლემების კონტექსტს და ჩვენს პლანეტაზე სულ უფრო მეტი გეოგრაფიული არეალი ჩნდება, სადაც ადამიანებისთვის გართულდა საკვებისა და სხვა სასიცოცხლო რესურსების მოპოვება. უცნაურია, მაგრამ საკვების დეფიციტის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი, თავად საკვების არარაციონალური და არაეფექტური მოხმარებაა. ამასთან დაკავშირებით ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა კიდევ ერთი სოციალურად დაუცველი ოჯახი გაახარეს. „რეინჯერებმა“ შექმნეს პოსტერი, რომელითაც საკუთარი ოჯახის წევრებს მოუწოდეს, სურსათის ბანკის შექმნაზე, საიდანაც ზედმეტი საკვები დაურიგდებოდათ მათ, ვისაც უჭირს. ძალიან მოკლე დროში მათ შეძლეს საკვები პროდუქტების მოგროვება და გადასცეს ოჯახს, რომელსაც ძალიან უჭირდა. ოჯახი აღფრთოვანებას ვერ მალავდა და დიდი სიამოვნებით სურათის გადაღებაზეც დათანხმდა. „რეინჯერები“ მოუწოდებენ ყველას ნუ გააგზავნით ზედმეტ საკვებს ნაგავსაყრელზე, მიეცით მას ვისაც არ აქვს! სიკეთე გადამდებია! ხელი შევუწყოთ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას!“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება