TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რომელი მოსწავლეებისთვის იქნება უფასო მხატვრულ კითხვაზე, გიტარაზე, ცეკვასა და სახვით ხელოვნებაზე სიარული
26-03-2022
-
+


თბილისის მერიას 2022 წლის სოციალურო პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის რამდენიმე ტიპის დაფინანსება აქვს განსაზღვრული. მათ შორის  ხელოვნების სკოლებში სწავლების დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც მოსწავლე თვეში მაქსიმუმ 40 ლარის ოდენობით ფინანსდება და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებსა და მოწავლე–ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სწავლების დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც თითო მოსწავლე თვეში მაქიმუმ 30 ლარით ფინანსდება. 

ქვეპროგრამები ითვალისწინებს, ბავშვების განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებულ ბავშვთა, ხელოვნების სკოლებში თითო სახეობის არჩევის უფლებით, სწავლების ღირებულების ანაზღაურებას.

ვინ არიან ქვეპროგრამის ბენეფიციარები?

ქვეპროგრამის ბენეფიციარები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები.
რას მოიცავს ქვეპროგრამა?

ხელოვნების სკოლაში მოსწავლის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თვეში შეადგენს 40 ლარს. როგორ უნდა ჩაერთოს პირი ქვეპროგრამაში? -  მომსახურების მიღება ხელოვნების სკოლისთვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე ხორციელდება

მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თვეში შეადგენს 30 ლარს.

• მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თვეში განისაზღვრება წრეების მიხედვით:
ა) მხატვრული კითხვა - 25 ლარი;
ბ) საგნობრივი წრეები, მუსიკალური მიმართულება, სახვითი და გამოყენებითი
ხელოვნება - 30 ლარი;
გ) გიტარის შემსწავლელი წრე, სპორტული მიმართულება - 40 ლარი;
დ) ქორეოგრაფიული სტუდია - 50 ლარი.

როგორ უნდა ჩაერთოს პირი ქვეპროგრამაში? - მომსახურების მიღება ხორციელდება მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში (მის: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N6) და მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლის შესაბამის რაიონულ
ფილიალში განცხადებით მიმართვის საფუძველზე.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება