TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ვის მიმართონ აბიტურიენტებმა თუ ეროვნულ გამოცდებზე სპეციალური პირობები სჭირდებათ?
14-03-2022
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო. აპლიკანტებს რეგისტრაციისთვის ვადა 4 აპრილამდე აქვთ. ამასთან, ცენტრი დეტალურ ინტრსუქციას იმ აპლიკანეტებისთვის რომლებსაც საგამოცდო სივრცეში სპეციალური პირობების შექმნა ესაჭიროებათ.

თუ აპლიკანტს სურს გამოცდაზე სპეციალური პირობების შექმნა რაიმე სახის? ფუნქციონალური დარღვევის შემთხვევაში (მოტორული, სმენითი, მხედველობითი და სხვ.), ივსება სპეციალური გრაფა. ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100) აბიტურიენტმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარადგინოს 2022 წლის 14 აპრილის 18:00 საათამდე; აღნიშნული თარიღის შემდგომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენის შემთხვევაში, აბიტურიენტი ვერ ისარგებლებს სპეციალური პირობებით. 2022 წლის 14 აპრილის შემდგომ წარმოშობილი ფუნქციური დარღვევის შემთხვევაში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს უნდა წარედგინოს ასეთი დარღვევის წარმოშობიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა;

გამოცდებამდე ან გამოცდების პერიოდში ინფექციური დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ან საგამოცდო ცენტრს გამოცდების დაწყებამდე, რათა ცენტრმა უზრუნველყოს აბიტურიენტისათვის სპეციალური პირობების შექმნა;

გამოცდებამდე ან გამოცდების პერიოდში აბიტურიენტის დაკავების/დაპატიმრების შემთხვევა დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, რათა ცენტრმა უზრუნველყოს აბიტურიენტის გამოცდაზე დასაშვებად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება