TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლები არდადგეგებზე დასვენებას ვერ შეძლებენ
10-03-2022
-
+


სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8-დან 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება, თუმცა მიუხედავად ერთკვირიანი დასვენებისა, პედაგოგებს იმდენი ვალდებულება აქვთ, რომ შესაძლოა, არდადეგებზე დრო დასვენებისთვის არც ჰქონდეთ.

რა უნდა გააკეთონ მასწავლებლებმა ერთკვირიანი არდადეგების განმავლობაში? 8 მიზეზი, რომელთა გამოც პედაგოგებს დასვენების დღეებშიც მუშაობა მოუწევთ.

შემაჯამებელი დავალებების შემოწმება - თითოეულ საგანში მოსწავლეები შემაჯამებელ დავალებებს ასრულებენ, სემესტრის განმავლობაში მასწავლებლები მსგავსი ტიპის დავალებებს რამდენჯერმე გეგმავენ, შემაჯამებლების სემესტრული რაოდენობა საგნების მიხედვით განსხვავებულია. საგაზაფხულო არდადეგების პერიოდში კი პედაგოგებს მოსწავლეების მიერ შესრულებული დავალებების შემოწმება და შეფასებების ელექტრონულ ჟურნალში შეტანა მოუწევთ. ზოგიერთი პედაგოგი კი, ვინც შემაჯამებლებს არდადეგების შემდეგ გეგმავს, დასვენების დღეებს შემაჯამებლების ტესტური დავალებების შედგენაში გაატარებს.

წლიური სამოქმედო გეგმის გადახედვა - საგაზაფხულო არდადეგების პერიოდში მასწავლებლებმა წლიურ სამოქმედო გეგმას უნდა გადახედონ და შეამოწმონ, სემესტრის დასრულებამდე ასწრებენ თუ არა პროგრამის გავლას და დაგეგმილი აქტივობების განხორციელებას.

კომპლექსური დავალებები - ახალი სკოლის მოდელში ჩართული სკოლების პედაგოგებს კომპლექსური დავალებების დაგეგმვა ევალებათ. კომპლექსური დავალებების შესრულება გარკვეულ პერიოდზეა გათვლილი, შესაძლოა დავალებებზე მუშაობა 3-4 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდეს. თითოეულ საფეხურს კი კარგად დაგეგმვა უნდა, რათა მასწავლებლებმა მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში დასახულ მიზანს მიაღწიონ.

სადამრიგებლო პროგრამის გეგმის შედგენა - დამრიგებლობა მარტივი არაა. კლასის ხელმძღვანელებს სადამრიგებლო პროგრამების გეგმის შედგენა ევალებათ. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, დამრიგებელმა დაწყებით საფეხურზე სადამრიგებლო საათი არანაკლებ ორ კვირაში ერთხელ უნდა ჩაატაროს, საბაზო-საშუალო საფეხურებზე კი  - არანაკლებ თვეში ერთხელ. სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელმა მოსწავლის ასაკის შესაბამისად სხვადასხვა უნარის განვითარებაზე უნდა იმუშაოს.

გაკვეთილის გეგმების შედგენა - მასწავლებლებს მეთოდური სახელმძღვანელოები აქვთ, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი, თითოეულ თემას რამდენი გაკვეთილი უნდა დაუთმონ და რა მეთოდები გამოიყენონ საგნის უკეთესად სწავლებისთვის. მიუხედავად ამისა, შრომისმოყვარე პედაგოგები თითოეული გაკვეთილის გეგმასაც წერენ. წინასწარ დაგეგმილი აქტივობები პედაგოგებს ეხმარება, რომ გაკვეთილი უფრო საინტერესო, მრავალფეროვანი და შედეგიანი იყოს.

შეფასების რუბრიკების შედგენა - მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რის მიხედვით შეფასდებიან თითოეული დავალების დროს. არ აქვს მნიშვნელობა წერითი იქნება დავალება თუ ზეპირმეტყველებით მოუწევთ ცოდნის გამოვლენა, მათ წინასწარ უნდა იცოდნენ შეფასების კრიტერიუმები. სწორედ ამიტომ მასწავლებლებმა შეფასების რუბრიკები უნდა შეადგინონ. შეფასების რუბრიკა აუცილებელია კომპლექსურ დავალებებზე მუშაობის პროცესშიც. როდესაც მოსწავლემ კონკრეტულად იცის, რის მიხედვით შეფასდება მის ცოდნა, უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას თითოეულ დეტალზე სწავლის პროცესში და უფრო სიღრმისეულად სწავლობს ამა თუ იმ საკითხს.

მოსწავლეთა შეფასებები - მოგეხსენებათ, ელექტრონული ჟურნალის შევსება მასწავლებლებს გაკვეთილის გასვლიდან 8 კალენდარული დღის განმავლობაში შეუძლიათ. თუ უფრო მეტი დროა გასული, მათ „მოთხოვნის“ ფუნქცია უნდა გამოიყენონ და მოსწავლეებს შეფასებები დაუწერონ. მასწავლებლებს, რომლებსაც ბოლო ერთ კვირის განმავლობაში ჟურნალი არ შეუვსიათ, შეფასებების შეტანა არდადეგებზე მოუწევთ.

გამოცდისთვის მზადება - უფროსი და წამყვანი პედაგოგების დიდი ნაწილი სტატუსის ამაღლების გამოცდისთვის ემზადება. პროგრამული მასალა საკმაოდ ვრცელია. მასწავლებლები გეგმავენ, არდადეგების პერიოდი ნაყოფიერად გამოიყენონ და საგამოცდო თეორიულ მასალას გაეცნონ.

მოუწევთ თუ არა სკოლაში მისვლა პედაგოგებს არდადეგების პერიოდში?

საგაზაფხულო არდადეგები სკოლებისთვის, ოფიციალურად, დასვენების დღეებადაა აღიარებული. მასწავლებლებს სკოლაში სიარულის ვალდებულება არ აქვთ, თუმცა ამ საკითხს ხელმძღვანელობა წყვეტს... 

ზემოთ ჩამოთვლილიდან გამომდინარე, პედაგოგებისთვის ერთკვირიანი არდადეგები ისე გაივლის, რომ მათ შესაძლოა, დასვენების საშუალება არც ჰქონდეთ. სკოლებში სწავლა კი 15 მარტს განახლდება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან

ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო

 

რეგისტრაციას ვერ გაივლით თუ თანხა არ გექნებათ ჩარიცხული - მნიშნელოვანი ინფორმაცია, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

განათლების სამინისტრო სტუდენტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

რატომ ვერ მიიღეს მასწავლებლებმა ფინანსური დახმარება - განმარტება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა 

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები
მოსწავლეებმა მე-2 და მე-3 ადგილები მოიპოვეს და შესაბამისი დიპლომებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ
 

გამოფენა მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სასკოლო უსაფრთხოების საკითხებზე

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ბუნებაზე ზრუნვა მათი ყოველდღიურობის ნაწილია

საინტერესო

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება