TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აბიტურიენტების 5 კატეგორია, რომლებმაც ატესტატი უნდა წარადგინონ გამოცდების ეროვნულ ცენტრში
10-03-2022
-
+


2022 წლის აბიტურიენტების ნაწილს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში სრული ზოგადი განათლების დამდასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ასლის წარდგენა მოუწევს.

ცენტრის განმარტებით, ატესტატის წარდგენა 5 კატეგორიის აბიტურიენტებს მოუწევთ.

მათ შორის:

თუ  აბიტურიენტმა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეთ 2011 წლამდე,  2022 წლის 20 ივნისის 18:00 საათის ჩათვლით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოთ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას მართვის ერთიანი ავტომატური სისტემის (eflow) გამოყენებით. დოკუმენტის ასლი ასევე მიიღება ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: anoadebebi@naec.ge დოკუმენტს განცხადებასთან ერთად თან უნდა დაერთოს პირადობის მოწმობის ასლი.

აბიტურიენტებმა, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიღეს 2022 წლის 20 ივნისის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ სრული ზოგადი განათლების აღიარების დოკუმენტი.

აბიტურიენტებმა, რომლებსაც აქვთ საქართველოში განხორციელებული საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან და იძლევა განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას), 22 წლის 20 ივნისის 18:00 საათამდე) უნდა წარმოადგინონ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება მათ მიერ დასრულებული, საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში განხორციელებისა შესაძლებლობა.

აბიტურიენტებმა, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი განათლების აღიარების დოკუმენტი უნდა წარმოადგინონ 2022 წლის 20 აგვისტოს 18:00 საათამდე.

ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციას გაივლის, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, ვალდებულია, 2022 წლის 20 ივნისის 18:00 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.

გაითვალისწინეთ: ცენტრი იტოვებს შესაძლებლობას, აბიტურიენტის მიერ სრული ზოგადი განათლების მიღების შესახებ ინფორმაციის მოუძიებლობის შემთხვევაში, მოსთხოვოს მას ატესტატის ასლის ცენტრში წარმოდგენა. ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტის საგამოცდო ბარათზე დატანილი იქნება მოთხოვნა ატესტატის ცენტრში წარმოდგენის თაობაზე. ამდენად, აბიტურიენტს ატესტატის ცენტრში წარმოდგენის ვალდებულება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის საგამოცდო ბარათზე მითითებულია ამის შესახებ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება