სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქსოვრისის საჯარო სკოლის დაწყებით კლასებში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა
03-03-2022
-
+


მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში დაწყებით კლასებში დედის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი საკლასო ღონისძიებები ჩატარდა.

პირველი კლასის დამრიგებლის, ელენე ბრაჭულისა და მეორე კლასის ხელმძღვანელის, ნინო ბერიძის ერთობლივი ძალისხმევით ღონისძიება - „დედავ ცხოვრების დიდო საწყისო“ გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა, მათთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებს სიმღერები და ლექსები მიუძღვნეს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება საქართველოსა უკრაინის ჰიმნების მოსმენით გაიხსნა, ხოლო შემდეგ დედის დღე, როგორც საკუთარ, ისე მსოფლიო დედებს მიულოცეს; განსაკუთრებით კი უკრაინელ დედებს, უსურვებს მშვიდობა და შვილების სახლში მშვიდობით დაბრუნება.

მესამე კლასის მოსწავლეებმა სპეციალურად პლაკატები - „სამი მარტი - დედის დღე“ დაამზადეს და ასევე, საქართველოსა და უკრაინის დროშები. ნიჭიერი მესამეკლასელების დამრიგებელი თამუნა ლოხიშვილი გახლავთ.

მონდომებულმა მეოთხე კლასმა კი ხელოვნების გაკვეთილზე, მარიამ ბერიძის ხელმძღვანელობით მისალოცი ბარათები დაამზადეს; მეხუთე კლასის მოსწავლეებმა კი პატარ-პატარა ვიდეო რგოლების საშუალებით დედებს 3 მარტი მიულოცეს, მათი დამრიგებელი კი მზია მანჯიკაშვილია.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება