სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საქართველოს მასწავლებლებმა უკრაინელი კოლეგისგან წერილი მიიღეს
02-03-2022
-
+


გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხარკოვი რუსმა ოკუპანტებმა დაიკავეს. რატომ აქვს ამ ქალაქს ასეთი პრინციპული მნიშვნელობა ეს ცალკე საუბრის თემაა, თუმცა ადგილობრივმა პედაგოგმა, მარინა კორნიენკომ, რომელიც ლიცეუმში ასწავლის, წერილი გაუგზავნა კოლეგებს მსოფლიო მასშტაბით, სადაც იუწყება, რომ მიუხედავად იმისა, ხარკოვი მთელი ღამე იბომბებოდა, ის კვლავ ადგილობრივებს ხელთაა.

ეს წერილი პირველ ყოვლისა ბელარუს პედაგოგებთან გაიგზავნა, შემდეგ საქართველოს, მოლდოვის, სომხეთის, რუმინეთის მასწავლებლებთან. წერილს Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

ღამე მშვიდობისა!

ხარკოვი მთელი დღე იბომბებოდა...

დღისით უფრო ქალაქის ცენტრს ესხმოდნენ თავს, საღამოს საათებში - დასახლებულ პუნქტებს. სურდათ, დაეთესათ შიში... რთულია, სიმშვიდე შეინარჩუნო მაშინ, როდესაც საკუთარი სახლის ფანჯრიდან ხედავ ამ ყველაფერს... ჩემი სახლი არ დანგრეულა, თუმცა ​პალტო და ჩექმა მაცვია, რათა საჭიროების შემთხვევაში გაქცევა შევძლო.

გვერწმუნეთ - ხარკოვი ამად ღირს! ხარკოვი იბრძვის! ხარკოვი პუტინის პირად მტრად გადაიქცა.

ხარკოვთან ახლოს, მინდვრებში მტრის კოლონა განადგურდა. ტექნიკა უკრაინელების ხელში გადმოვიდა, შემადგენლობა კი დაიშალა.

ეს წერილი პირველ რიგში ბელარუს მასწავლებლებს შორის გავრცელდა, მოგვიანებით, ​ლიეტუვის ყველა რუსულენოვან სკოლაში გაიგზავნა და ის მიიღეს საქართველოს, მოლდოვის, სომხეთის, რუმინეთის მასწავლებლებმაც.

მადლობა ჩემს კოლეგებს ნატალიას და გალინას ამ იდეისთვის. მადლობა ტატიანას, ქალაქის დაბომბვისას წერილის დაწერისთვის. მადლობა სოფიას, ანას, ოლეგს, დარიუს, პავლეს, ნატალიას...

და, რა თქმა უნდა, მადლობა ყველა მასწავლებელს, რომლებმაც ეს წერილი რუსულ სკოლებში გაგზავნეს, სანამ ანგარიში დაიბლოკებოდა.

გააგრძელეთ, გთხოვთ. არ გაჩერდეთ. ჩვენი აქტივობები პირველ ნაყოფს იძლევა.

P.S. და კიდევ - STEAM პროექტი გრძელდება და რუსული საინფორმაციო სააგენტოები ამტკიცებენ, რომ მის უკან მსხვილი სტრუქტურები დგანან. წარმომიდგენია, მათი სახე, როდესაც შეიტყობენ, რომ ისინი უკრაინელმა მეხუთეკლასელებმა დაჰაკეს. აბა, რა ეგონათ, არდადეგები ვადაზე ადრე რომ გამოგვაცხადებინეს...

დიდება უკრაინელ მასწავლებელს!

დიდება ხარკოვის მცველებს!

დიდება უკრაინას!


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ინფორმაცია, რომელ უნივერსიტეტს, რამდენი ადგილი აქვს ამა თუ პროგრამაზე

სასკოლო ფორმა განვადებით თუ ქეშბექით? - „ფაქტობრივად გაფორმებულია ხელშეკრულება ბანკებთან“

ჩარიცხვებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - დეტალები აბიტურიენტებისთვის

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება