TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო

უკრაინის მხარდაჭერისთვის რუსეთში 5 ბავშვი დააკავეს, მშობლებს კი მეურვეობის უფლების ჩამორთმევით დაემუქრნენ
02-03-2022
-
+


რუსეთ-უკრაინის ომი გრძელდება... მშვიდობიანი მოსახლეობა კი ყველა ქალაქში ისე იბრძვის „რუსული ჩექმის“ წინააღმდეგ როგორც შეუძლია. პროტესტის გრძნობა აქვთ რუსთში მცხოვრებ ბავშვებსაც და სამწუხაროდ უნდა ითქვას - „ველიკაია დერჟავას“ უმთავრესი სამიზნე ის ადგილობრივი ბავშვები არიან, რომლებიც ომის წინააღმდეგ იმაღლებენ ხმას.

დიახ, ისინი საკუთარ მოსახლეობას, საკუთარ მომავალს არ ინდობენ და აპატიმრებენ ყველას, ვინც ნებისმიერი ფორმით მაინც ეწინააღმდეგება.

სოფია, ლიზა, მატვეი, გოშა, დავიდი... ეს ის ბავშვები არიან, რომლებმაც 1 მარტს უკრაინის საელჩოსთან ყვავილები მიიტანეს, თუმცა ისინი პოლიციამ დააკავა. საუბარია რუსეთის მოქალაქე არასრულწლოვნებზე, რომლებმაც საკუთარი ხელისუფლების იარაღს ყვავილები და ბანერი წარწერით - „არა ომს!“ - დაუპირისპირეს. 1 მარტის ღამეს ამ ბავშვების სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება პატიმრობამ შეცვალა,  მათ მშობლებს კი ტელეფონები წაართვეს და დაემუქრნენ, რომ მეურვეობის უფლებას ჩამოართმევდნენ.

მართალია, ბავშვები იმავე ღამეს, ადვოკატის ძალისხმევით გაუშვეს, თუმცა წინაა სასამართლო პროცესები და ჯარიმები, რომლებსაც მშობლებს აუცილებლად დააკისრებენ.

იხილეთ ვიდეოს ბმული

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება