სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხევაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეები - თათია და ხატია მსხვილიძეები საინტერესო პროექტში ჩაერთნენ
01-03-2022
-
+


ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეები - თათია და ხატია მსხვილიძეები აქტიურად არიან ჩართული პროექტში - „მოზარდი მოხალისეების ჩართულობა COVID-19-ის გამოწვევების საპასუხოდ საქართველოში“, რომელიც UNICEF-ისა და USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის მიზანია მოზარდებში კორონავირუსის გავრცელების პრევენცია ჰიგიენის ხელშემწყობი ღონისძიებების ჩატარების გზით. პროექტი 63 მუნიციპალიტეტში ხორციელდება და თითოეულიდან ორი მოსწავლე შეირჩა.  

თათიამ და ხატიამ ბაკურიანში პროექტის ორგანიზატორებთან თემატური საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესიები გაიარეს. შემდეგ სკოლაში სხვა მოსწავლეებთან მოაწყვეს საინფორმაციო შეხვედრები.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები სკოლაში კლუბს ქმნიან, რომლის მიზანიც სკოლაში, თემში, მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების პრევენცია იქნება.

ხევაშენის საჯარო სკოლა  მოსწავლეებს უსურვებს წარმატებას.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება