სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გმირები არ კვდებიან“- სამების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული იუნკერის ხსოვნას პატივი მიაგეს
01-03-2022
-
+


მაკარ (იპოლიტე) ბურჭულაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული იუნკერის, მაკარ ბურჭულაძის ხსოვნას პატივი მიაგეს.

აღსანიშნავია, რომ მამა გიორგიმ გმირი იუნკერის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩაატარა.

„ყოველი წლის 25 თებერვალს, ტრადიციულად, ჩვენი სოფელი სამება აღნიშნავს საქართველოს დამოუკიდებელობისათვის გმირულად დაღუპული იუნკერის, მაკარ ბურჭულაძის ხსოვნის საპატივცემულოდ, მის საფლავთან მისვლას და მის გახსენებას. მაკარ (იპოლიტე) ბურჭულაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ჩოხატაურის მერმა, ბატონმა დავით შარაშიძემ, საკრებულოსა და ადგილობრივი თვიმმართველობის წევრებთან ერთად, პატივი მიაგეს სოფელ სამების მკვიდრის - მაკარ ბურჭულაძის ხსოვნას. მამა გიორგიმ გმირი იუნკერის საფლავზე პანაშვიდი ჩაატარა. გმირები არ კვდებიან. მათი სახელები და საქმეები დაუვიწყარია. ისინი მუდამ ცოცხლობენ მომავალი თაობის  გულებში და აზროვნებაში. ასეთი ფუფუნება კი, მხოლოდ რჩეულთა ხვედრია“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ღონისძიებაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება