| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თანადგომა აქტივობით გამოუცხადეს.
სკოლის მე-3ა კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნანა ნაცვლიშვილის ხელმძღვანელობით, საკლასო ოთახში უკრაინის ჰიმნი გააჟღერეს, უკრაინის დროშის ფერებში ბუშტები გაბერეს და ომს მეგობარი ქვეყნის დროშებით დაუპირისპირდნენ.
გამარჯვება და მშვიდობა უკრაინას! Слава Україні - ასე ჟღერდა მათი მოწოდება.
აღსანიშნავია, რომ ისინი ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ.
„ვასწავლოთ ბავშვებს ნამდვილი, რეალური პატრიოტიზმი, ვასწავლოთ თანადგომა, სხვისი უფლებების პატივისცემა. ვაჩვენოთ როგორ ხდებიან ადამიანები გმირები... ვასწავლოთ ის, რომ სამშობლოს სიყვარული მხოლოდ სიტყვები არ არის, ის გრძნობებია, რომელიც ქმედებით რეალიზდება“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია
ბიის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო მასწავლებელი მზია გვირგვლიანი
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ