სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დეტალური ინსტრუქცია ეროვნულ გამოცდებზე დასარეგისტრირებლად
01-03-2022
-
+


2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დღეს, 1 მარტის 10:00 საათზე დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge.

როგორ უნდა გავიაროთ რეგისტრაცია? -დეტალური ინსტრუქცია

  1. რეგისტრაციისათვის აბიტურიენტმა უნდა გადაიხადოს გამოცდებში მონაწილეობის საფასური (გადახდის ფორმები აღწერილია ქვემოთ).

ერთი საგნის გამოცდის ჩაბარების საფასურია 10 ლარი. მისი გადახდა შეუძლია როგორც აბიტურიენტს, ისე სხვა პირს, რომელიც გადახდისას (დანიშნულებაში) მიუთითებს აბიტურიენტის შესაბამის მონაცემებს.

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:

  • „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრებით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ინტერნეტბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • ცენტრის ვებგვერდიდან - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.

  1. ინტერნეტით რეგისტრაციას აბიტურიენტი გადის ვებგვერდზე www.naec.ge ან online.naec.ge
  1. მითითებულ მისამართზე შესვლის შემდეგ აბიტურიენტი სპეციალურ ველში უთითებს პირად ნომერს, კრეფს მოცემულ სიმბოლოებს და აჭერს გაგრძელების ღილაკს. შემდეგ ამოწმებს პირად ნომერს და აგრძელებს რეგისტრაციის პროცესს რეგისტრაციის გასაგრძელებლად აბიტურიენტი უნდა გაეცნოს მოცემულ პირობებს და დაადასტუროს მათი გაცნობა.
  1. თუ აბიტურიენტი საქართველოს მოქალაქეა, პროგრამას ავტომატურად გამოაქვს ეკრანზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემები (აბიტურიენტის პირადი ინფორმაცია), რის შემდეგაც აპლიკანტს შეუძლია გააგრძელოს რეგისტრაციის პროცესი. თუ გამოსაცდელი არ არის საქართველოს მოქალაქე, ან არის ორმაგი მოქალაქეობის მქონე და გამოცდაზე დარეგისტრირდება, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, დამატებით ავსებს სპეციალურ ველებს - უცხო ქვეყნის მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმოზისპასპორტის სერიასა და ნომერს (პასპორტის სერიის ყველა სიმბოლო, იქნება ეს ციფრები თუ ასოები, ივსება მიყოლებით, სივრცის დატოვებისბ გარეშე).

5. სისტემა ავტომატურად ამოწმებს ინფორმაციას გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის შესახებ (თუ გადახდა არ დადასტურდა, აბიტურიენტი ეკრანზე ხედავს შესაბამის შეტყობინებას და ვეღარ აგრძელებს რეგისტრაციას).

  1. აბიტურიენტი შეძლებს მონიშნოს იმდენი საგამოცდო საგანი, რამდენი საგნის საფასურიც აქვს გადახდილი.
  1. აბიტურიენტმა უნდა შეავსოს შემდეგი ველები: სასურველი საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
  1. თუ პირადი ინფორმაციის შევსებისას აბიტურიენტი შესაბამის ველში მიუთითებს მობილური ტელეფონის ნომერს, მას სისტემაში შესვლისათვის საჭირო პაროლის აღდგენა მითითებულ ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინებით შეეძლება. მობილური ტელეფონის ნომერი უნდა ჩაწეროთ კოდისა და ცარიელი ადგილების გამოტოვების გარეშე (მაგ: 595XXXXX.)

გთხოვთ რეგისტრაციისას მიუთითეთ ტელეფონის ნომერი, რომელზე წვდომაც მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში გექნებათ, ვინაიდან ცენტრმა შესაძლებელია აღნიშნულ ნომერზე გამოაგზავნოს ინფორმაცია საგამოცდო პროცესებთან დაკავშირებით.

9. თუ აბიტურიენტს გამოცდის დროს ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, უნდა მონიშნოს შესაბამისი გრაფა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა (ფორმა No100) წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ან გამოაგზავნოს საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან. ამ აბიტურიენტებს ასევე შეუძლიათ გადმოაგზავნონ შესაბამისი დოკუმენტაცია (განაცხადი ცენტრის დირექტორის სახელზე, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ჯანმრთელობის

ფოსტის მისამართზე: gancxadebebi@maec.ge. განაცხადები მიიღება 14 აპრილის 18:00 საათამდე.

  1. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის არჩევისას _ აბიტურიენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს ზოგადი უნარების გამოცდის ენას;
  2. საგამოცდო საგნების მონიშვნის შემდეგ აბიტურიენტმა უნდა შეადგინოს

საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგული ჩამონათვალი. ჩამონათვალის შედგენისას აბიტურიენტი უთითებს საგანმანათლებლო პროგრამის კოდს ან პროგრამის დასახელებას, ხოლო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას სისტემა თავად ჩაწერს შესაბამის ველებში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება