TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დროშის, გერბისა და ჰიმნის განთავსებისთვის სკოლებს ხარჯი 150 ლარით გაეზრდებათ
05-03-2022
-
+


სახელმწიფო სიმბოლიკის გამოყენების შესახებ კანონში ცვლილების თანახმად სკოლებსა და ბაღებს შენობებზე დროშისა და გერბის, ასევე სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას განთავსების ვალდებულება ექნებათ, რაც ინიციატორების ვარაუდით მათ  ხარჯებს მხოლოდ 150 ლარის ფარგლებში გაზრდის.

საკანონმდებლო წინადადების მიხედვით კანონპროექტი გავლენას იქონიებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებზე/სკოლებზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულ იმ იურიდიულ პირებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას.

კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო დროშის მუდმივად აღმართვისა და სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსების ვალდებულებას, შესაბამისად აღნიშნული დაწესებულებები ვალდებულნი იქნებიან მოაწყონ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და შეიძინონ სახელმწიფო დროშები და სახელმწიფო გერბები. ცვლილების შემდეგ ერთ დაწესებულებას დამატებითი ხარჯი წლის განმავლობაში ექნება დაახლოებით150 (ას ორმოცდაათი) ლარის ფარგლებში.

„კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. დაფინანსების წყარო იქნება დაწესებულებების საკუთარი სახსრები. კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

სკოლის ან ბაღის შენობაზე განთავსებული დროშა იმავე მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, რაც სხვა სახელმწიფო უწყებებისთვისაა განსაზღვრული, რომელთაც დროშის მუდმივად აღამრთვის ვალდებულება აქვთ. ეს შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრულია და დადგენილებაში ცვლილება მხოლოდ პარლამენტს შეუძლია.

 საქართველოს სახელმწიფო დროშა არის მართკუთხა თეთრი ფერის ქსოვილი, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა წითელი ფერის დიდი ჯვარი; ჯვრის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მკლავებით გამოყოფილ ოთხკუთხედებში გამოსახულია ოთხი იმავე ფერის, ბოლნურ-კაცხური ჯვარი.

საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომები და ზუსტი გამოსახულება განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით. საქართველოს სახელმწიფო დროშის ზომების შეცვლა შესაძლებელია საქართველოს პარლამენტის იმავე დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი პროპორციების დაცვით.

აკრძალულია დაზიანებული, გაუფერულებული ან სხვაგვარად შელახული საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენება.

საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენების დადგენილი წესის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება