სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები ონლაინ ტრენინგს გაივლიან
25-02-2022
-
+


ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები ონლაინ ტრენინგში აქტიურად ჩაერთნენ, რომლის ფარგლებში შესაბამის გადამზადებას გაივლიან. მასწავლებლებისთვის მსგავს აქტივობაში მონაწილეობა მეტად საინტერესოა.

აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგები „საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების მხარდაჭერის“ ონლაინ ტრენინგში ჩაებნენ, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით მართავს. ონლაინ ტრენინგი „ციფრული ტექნოლოგიების და ელექტრო ინჟინერიის საფუძვლები STEM კლუბის ხელმძღვანელი მასწავლებლებისთვის“ განხორციელება უკვე დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე კი აფხაზეთის N2 და N3 საჯარო სკოლების 22 მასწავლებელი გადამზადდება.

შეგახსენებთ, რომ STEM მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის აბრევიატურაა. STEM განათლება საბუნებისმეტყველო საგნების ერთიანად სწავლებას უზრუნველყოფს. ტრადიციულად კი ცალ-ცალკე ისწავლება და მოზარდები ამ საგნებს შორის მჭიდრო კავშირს ვერ ხედავენ.

ტრენინგ მოდულის მიზანია კლუბის ხელმძღვანელებმა STEM აქტივობების და პროექტების განხორციელება შეძლონ. ​ასევე, აამაღლონ მოსწავლეთა ცნობიერება გლობალური გამოწვევების და საქართველოს მდგრადი განვითარების მიმართულებით. შეიძინონ ელექტრონულ კომპონენტებთან მუშაობის და პროგრამირების საბაზო უნარები. შეხვედრები teams-ის პლატფორმის საშუალებით ჩატარდება.

აღნიშნული პროექტი როგორც მასწავლებლებისთვის ისე, მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და საგანმანათლებლოა და გრძელვადიან სწავლა-სწავლების პროცესში დადებითად აისახება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება