სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მასწავლებლებს დიდი მისია აკისრიათ, რათა განათლებული მომავალი თაობა აღზარდონ“- მუხრანას საჯარო სკოლის დირექტორი ნესტან ონიანი
24-02-2022
-
+


„პედაგოგობა განსაკუთრებული პროფესიაა. მასწავლებელებს დიდი მისია აკისრიათ..“, ეს სიტყვები ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლის დირექტორს, ნესტან ონიანს ეკუთვნის. სკოლის ხელმძღვანელი etaloni.ge-ს შეკითხვებს მეტად საინტერესოდ პასუხობს.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ ?

- პედაგოგობა განსაკუთრებული პროფესიაა. მასწავლებლებს დიდი მისია აკისრიათ, რათა აღზარდონ განათლებული მომავალი თაობა; ასევე, პედაგოგობა გასულ წლებთან შედარებით დღესდღეობით უფრო აქტუალურია.  

- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი ?

- განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი ძირითადად არის საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ საგნებში.
 
- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება ?

- ჩემი აზრით, მასწავლებლების გამოცდა დროული და საჭიროა; ეფექტურად მიმაჩნია გამოცდებით მასწავლებლების კომპეტენციის შეფასება.           

- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?

- დისტანციურ სწავლებას ბევრი დადებითი მხარე აქვს; ეს არის გამჭირვალე პროცესი, მშობელი უკეთ ხედავს მასწავლებლის შრომას და საკუთარი შვილის შესაძლებლობას; ასევე, მნიშვნელოვანია დისტანციური სწავლების დროს, ერთ-ერთი ძირითადი დამაბრკოლებელი ფაქტორი ტექნიკური და ციფრული კომპეტენციების ნაკლებობაა, როგორც მასწავლებლებში, ასევე მოსწავლეებსა და მშობლებში.

- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ ?

- პანდემიის პირობებში რთულია რეგიონის სკოლებში მუშაობა და სწავლება, რომ სასწავლო პროცესი იყოს პოზიტიური და ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი. არიან მოსწავლეები, რომელთაც არ აქვთ საჭირო ტექნიკა, ინტერნეტკავშირი. ეს დიდ პრობლემას გვიქმნის და ჯერჯერობით ვერ გვარდება სოფლების ინტერნეტიზაციის პრობლემა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება