TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დიფერენცირებული სწავლება რეალიზდება კომპლექსური დავალებით 
23-02-2022
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტი განმარტავს იმ პრინციპებსა და საშუალებებს, რომლის მიხედითაც მასწავლებლებს საშუალება აქვთ აქცენტი სწავლებლის პრინციპების მრავალფეროვნებაზე გააკეთონ და ყურადღების მიღა არც შედარებიღ დაბალი შედეგის მქონე მოსწავლე დარჩეს და არც მაღალი შედეგების. 

„მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების კონცეფციაში როგორ ფიქრობთ ერთ კლასში სხვადასხვა შედეგის მქონე მოსწავლეების მიმართ ინდივიდუალური სწავლების შესაძლებლობას, რადგან თუ მასწავლებელი დაიჭერს ნიშას უფრო დაბალი შედეგების მქონე მოსწავლეებზე, მაშინ მასწავლებელი ვერ მართავს მაღალი შედეგების მქონე მოსწავლეების წინწაწევის შესაძლებლობას, ხოლო თუ პირიქით, მაშინ შესაძლოა დაბალი შედეგების მქონე მოსწავლეებს არ ჰქონდეთ გამკლავების შესაძლებლობა. რამდენადაა შესაძლებელი, მასწავლებლებმა დავალებების თუ სწავლების პრინციპის მრავალგვარობაზე გააკეთონ აქცენტი ან საგნობრივი სივრცეებიც გარკვეულ დონეებს დაექვემდებარონ ანუ არსებობდეს ნომინალური-საშუალო-მაღალი დონეების სივრცე და მოსწავლეები სასწავლო სისტემაში საკუთარი შედეგებით ნაწილდებოდნენ.

ამ ტიპის პრობლემებთან გამკლავების მექანიზმად განათლების რეფორმის ფარგლებში კომპლექსური დავალება მოიაზრება. მისი საშუალებით მასწავლებელს შესაძლებლობა ეძლევა სასწავლო პროცესი თითოეულ მოსწავლეზე ორიენტირებულად წარმართოს.

როგორ ხდება ეს?

კომპლექსური დავალება, როგორც წესი, შეეხება კონკრეტულ საგნობრივ საკითხს და გულისხმობს კონკრეტული პროდუქტის შექმნას, რომლის საშუალებითაც მოსწავლე ამ საკითხთან მიმართებით საკუთარ ცოდნას დაადასტურებს (მაგალითად, ბავშვს შესაძლოა დავავალოთ შექმნას კოლონიზატორის დღიური და ამით წარმოაჩინოს საკუთარი ცოდნა ბერძნული კოლონიზაციისა და ანტიკური ხანის კოლხეთის შესახებ).

სწავლისთვის შერჩეული საკითხი/საკითხთა ჯგუფი ყველა მოსწავლისთვის საერთოა, თუმცა, ბავშვებს შეუძლიათ:

განსხვავებული პროდუქტი შექმნან (ნაწილმა დახატოს, ნაწილმა გამოძერწოს, თემა დაწეროს და ა.შ.) საკითხი განსხვავებული სიღრმით შეისწავლონ (შესასწავლ საკითხს განსხვავებული რაოდენობის ქვესაკითხები და განზოგადებები უნდა დაუკავშირონ) დავალებების ასეთ სტილში დიფერენცირებას მოსწავლე და მასწავლებელი საერთო ძალისხმევით ახერხებენ. ისინი ერთობლივი თანამშრომლობით პოულობენ დავალების ფორმას, რომელიც მოსწავლისთვის საინტერესოა და მის ცხოვრებისეულ გამოცდილებას შეესაბამება (განათლების რეფორმის ფარგლებში, ყოველივე ამას კომპლექსური დავალების პირობის მოსწავლის ინტერესებსა და შესაძლებლობებზე ადაპტირებას უწოდებენ).

მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მიდგომის გამოყენების შემთხვევაში სასწავლო პროცესში სულაც არ არის თვალშისაცემი ის გარემოება, რომ რომელიმე მოსწავლე უფრო სიღრმისეულად, ან ნაკლებად სიღრმისეულად იგებს საკითხს. გაკვეთილზე ბავშვები ჩართულნი არიან საკლასო აქტივობებში (მაგალითად, უყურებენ ფილმს, კითხულობენ ტექსტს, შეკითხვებს უსვამენ ერთმანეთს და სხვა), რის გამოც ყველა მათგანი სასწავლო პროცესის განუყოფელ ნაწილად (სასწავლო პროცესში თვითრეალიზებულად) გრძნობს თავს. თუმცა, მასწავლებელი ყველა მათგანს ინდივიდუალურად აძლევს უკუკავშირს, რაც თითოეულ მოსწავლესთან განსხვავებული ფორმატის განხილვების შესაძლებლობას იძლევა (უმეტესად უკუკავშირისთვის ინდივიდუალური დიალოგის ფორმატი გამოიყენება, თუმცა, შესაძლოა პედაგოგმა საკუთარი რეკომენდაციები და გეზის მიმცემი კომენტარები წერილობითაც ჩამოაყალიბოს).

ამდენად, კომპლექსური დავალებების საშუალებით, საგნობრივი პროგრამის სამ დონეზე დაყოფისა და სხვადასხვა მზაობის მოსწავლეებისთვის განსხვავებული სივრცეების ორგანიზების გარეშეც ხერხდება დიფერენცირებული (თითოეულ მოსწავლეზე ორიენტირებული) სწავლების მოდელის რეალიზება“.

კომენტარები


ეტალონი

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან

ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო

 

რეგისტრაციას ვერ გაივლით თუ თანხა არ გექნებათ ჩარიცხული - მნიშნელოვანი ინფორმაცია, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

განათლების სამინისტრო სტუდენტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

რატომ ვერ მიიღეს მასწავლებლებმა ფინანსური დახმარება - განმარტება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა 

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

„მოსწავლეების წარმატება ჩემი მოტივაციის მთავარი წყაროა“- კირიხლოს საჯარო სკოლის დირექტორი მეხმან მუსაევი 

მდინარიდან დანახული ქალაქი ბავშვებისთვის განსაკუთრებული შთაბეჭდილება იყო
 
მოსწავლის მიერ წარმოდგენილი ნამუშევარი, თავისი შესრულების ტექნიკითა და ესთეტიკით, გამორჩეული აღმოჩნდა
 

ქუთაისის №35 საჯარო სკოლის მასწავლებელის, მარიამ კაპანაძის ინოვაციური სასწავლო რესურსი, საერთაშორისო სასწავლო პლატფორმაზე გამოქვეყნდება 

საინტერესო

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება