| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის ეზოში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მოსწავლეთა და სკოლის ერთობლივი გადაწყვეტილებით სასათბურე მეურნეობა მოეწყო, სადაც მოსწავლეები მარწყვის კულტურის მოვლას, გამრავლებას, ჩითილების გამოყვანას და აგროტექნიკურ ღონისძიებებს შეისწავლიან.
აშშ-ს საელჩოს მიერ დაფინანსებულ პროექტს - „ახალგაზრდების მომზადება უკეთესი მომავლისათვის“ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „გურიის აგრობიზნესცენტრი“ ახორციელებს. პროექტის მიზანი სასკოლო ასაკის ახალგაზრდებისთვის პროფესიული და სამეწარმეო უნარების განვითარებაა, სწორედ ამ მიზნით შეირჩა იანეულის საჯარო სკოლაც.
„პროექტით მოსწავლეები შეიყვარებენ და დაინტერესდებიან სოფლის მეურნეობის სფეროთი. მადლობას ვუხდით ორგანიზაცია „გურიის აგრობიზნესცენტრის“ თავმჯდომარეს ქალბატონ თამარ ხომერიკს და დაბა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსს ქალბატონ შორენა სიხარულიძეს აღნიშნულ პროექტში ჩვენი სკოლის მხარდაჭერისათვის“, - აცხადებენ იანეული საჯარო სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი