სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

შეუძლიათ თუ არა პედაგოგებს, მასწავლებლის სახლის ტრენერები გახდნენ?
03-03-2022
-
+


ვინ არიან მასწავლებლის სახლის ტრენერები, შეუძლიათ თუ არა პედაგოგებს თავადაც გახდნენ ტრენერები და რა უნდა გააკეთონ ამისთვის - რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ და რა საფეხურების გავლა უწევთ აღნიშნული პოზიციისთვის - პედაგოგებისთვის საინტერსო კითხვებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენრში უპასუხეს.

შეუძლია თუ არა ყველა მასწავლებელს, რომ გახდეს ტრენერი?

ტრენერობის მსურველი პირებისთვის სხვადასხვა უნივერსიტეტსა და კერძო სასწავლებლებში შესაბამისი გადამზადების კურსები არსებობს. ტრენინგები ფასიანი, თანხის რაოდენობა კი სამუშაო შეხვედრების რაოდენობასა და ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. ამგვარი კურსის გავლის შემდეგ სერტიფიკატს მიიღებთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მასწავლებელთა გადამზადების უფლება მოგეცემათ.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის სახლის ტრენერი? ისევ ფუნქციონირებს თუ არა „ტრენერთა სკოლა“, რომელმაც ბევრი მასწავლებელი, პარალელურად, ტრენერებად დაასაქმა?

მასწავლებლის სახლმა რამდენიმე წლის წინ ტრენერები გადაამზადა და დაასაქმა. კურსი უფასო იყო და მსმენელებმა სერტიფიკატები მიიღეს. იმისათვის, რომ მსურველი კურსზე მიეღოთ, მას უნდა ჰქონოდა მინიმუმ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სწავლების გამოცდილება, ზოგადსაგანმანათლებლო ორგანიზაციის მართვის გამოცდილება ან სკოლის დირექტორის სერტიფიკატი.

„ტრენერთა სკოლის“ მიერ დაგეგმილი „ტრენერის მომზადების ზოგადი კურსი“ განსაზღვრული იყო იმ პირებისთვის, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამდნენ ან ამ მიმართულებით 2 წელზე ნაკლები სამუშაო გამოცდილება ჰქონდათ.

ტრენერთა მომზადების ზოგად კურსზე რეგისტრაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე იყო შესაძლებელი, შემდეგი ეტაპი იყო ჯგუფური ან ინდივიდუალური გასაუბრება, რომლის წარმატების გავლის შემდეგაც პირი უფასოდ დაესწრებოდა ტრენინგებს და თავადაც ტრენერი გახდებოდა.

etaloni.ge დაინტერესდა, ისევ ფუნქციონირებს თუ არა „ტრენერთა სკოლა“ და ამ ეტაპზე თუ შეუძლიათ პედაგოგებს ტრენერებად დასაქმება?

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განგვიცხადეს, რომ „ამ ეტაპზე მასწავლებლის სახლს კონკურსი არ აქვს გამოცხადებული და არც „ტრენერთა სკოლა“ ფუნქციონირებს.

როგორც აღმოჩნდა, „ტრენერთა სკოლა“ „სკოლის დირექტორთა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროექტის“ ფარგლებში მოქმედებდა. „ტრენერის მომზადების ზოგადი კურსზე“ შერჩეული კანდიდატები ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა დააფინანსა, პროექტი 2016-2019 წლებში განხორციელდა. ამ ეტაპზე კი მსგავსი შესაძლებლობა პედაგოგებს არ აქვთ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ინფორმაცია, რომელ უნივერსიტეტს, რამდენი ადგილი აქვს ამა თუ პროგრამაზე

სასკოლო ფორმა განვადებით თუ ქეშბექით? - „ფაქტობრივად გაფორმებულია ხელშეკრულება ბანკებთან“

ჩარიცხვებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - დეტალები აბიტურიენტებისთვის

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება