სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

„უფროსის სტატუსის მონიჭება რა მოწყალების გაღება იყო, თუ შემდეგ შეგვზღუდავდნენ?“ - კატეგორიებად დაყოფილი მასწავლებლები
27-02-2022
-
+


უფროსი მასწავლებლის სტატუსი 34 813 პედაგოგს აქვს, თუმცა მათი ნაწილი უთანასწორობაზე საუბრობს. მიუხედავად ერთნაირი სტატუსისა, უფროსი მასწავლებლები კატეგორიებად გადანაწილდნენ.

პედაგოგები აღნიშნავენ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ისინი „დაახარისხა“ მას შემდეგ, რაც სტატუსის ამაღლების გამოცდაზე გასვლის უფლება მხოლოდ მათ მისცა, ვისაც საგნის გამოცდა 7 და 10 კრედიტზე აქვთ ჩაბარებული.

სტატუსის ამაღლების მსურველმა უფროსმა მასწავლებლებმა, ვისაც საგნობრივი კომპეტენცია 1 ან 4 კრედიტზე აქვთ დადასტურებული, ჯერ საკუთარი საგნის გამოცდა უნდა ჩააბარონ და მაქსიმალური ქულის ნახევარი მაინც უნდა მიიღონ, შემდეგ კი მათ პროფესიული წინსვლის საშუალება მიეცემათ. სწორედ ამიტომ პედაგოგები etaloni.ge-სთან ამბობენ, რომ ერთი სტატუსის მქონეები განსხვავებულ პირობებში არიან.

„უფროსის სტატუსის მონიჭება რა მოწყალების გაღება იყო, თუ შემდეგ შეგვზღუდავდნენ? არასამართლიანია ეს დამოკიდებულება. ერთი სტატუსის ქვეშ განსხვავებულ პირობებში არ უნდა გვაყენებდნენ პედაგოგებს, თუ მოგვანიჭეს სტატუსი, პროფესიული წინსვლაც არ უნდა შეგვიზღუდონ“.

„პრაქტიკოსი“ რატომ ამოიღეს სქემიდან? ვყოფილიყავით ისევ პრაქტიკოსის სტატუსით და თუ არ ვიმსახურებდით წინსვლას, ნურც უფროსის სტატუსის მოპოვების უფლებას მოგვცემდნენ კრედიტებით. ახლა ზემოდან გვიყურებენ იმ მასწავლებლებს, ვინც კრედიტები ვაგროვეთ და კარიერული წინსვლისთვის გრძელი გზის გავლა მოგვიხდა. ჩვენი ბრალია, რომ კრედიტომანია შემოიღეს? სამინისტროს გადაწყვეტილებებზე მასწავლებლები რატომ უნდა ვაგებდეთ პასუხს? რომ გცოდნოდა, კრედიტებით მიღებული სტატუსი ასეთი დამადლებული იქნებოდა, ალბათ, უფრო მეტად მოვინდომებდით, რომ საგანი უკეთესად ჩაგვებარებინა თავის დროზე“.

„არ ვარ წინააღმდეგი, რომ პროფესიული წინსვლის უფლება სწორედ მათ ჰქონდეთ, ვისაც საგანი წარმატებით აქვთ ჩაბარებული, თუმცა ვერ ვხვდები, რა საჭირო იყო ერთი სტატუსის მონიჭება და მის ქვეშ პედაგოგების დახარისხება. მაშინ სქემაში ჩაიწეროს პირველი და მეორე კატეგორიის უფროსი მასწავლებელი და კანონით განგვასხვავონ. მართალია, ბევრი უფროსი მასწავლებელი არც ეცდება წამყვანისა და მენტორის გამოცდაზე გასვლას, მათ მიღებული სტატუსიც აკმაყოფილებთ, მაგრამ ვისაც კარიერული წინსვლა სურს, ეს უნდა შეეძლოს ზედმეტი გამოცდების ჩაბარების გარეშეც“.

ასე ფიქრობენ ის უფროსი მასწავლებლები, რომლებმაც სტატუსის მისაღებად უამრავი აქტივობა შეასრულეს, რომ კრედიტები დაეგროვებინათ და სამსახურის გარეშე არ დარჩენილიყვნენ. სამინისტროს დამოკიდებულება კი ნათელია, სტატუსის ამაღლების მსურველებმა ჯერ საგნობრივი კომპეტენცია უნდა დაადასტურონ და შედეგი გაიუმჯობესონ, შემდეგ კი ექნებათ უფლება, წამყვანისა და მენტორის გამოცდაზე გავიდნენ და სტატუსი აიმაღლონ.

იხილეთ ასევე: სისტემაში 35 ათასამდე უფროსი მასწავლებელია  - რამდენი პრაქტიკოსი, წამყვანი და მენტორია სქემაში?


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

განცხადებების მიღება 14 მაისის ჩათვლითაა შესაძლებელი - იხილეთ დეტალური ინფორმაცია

„მოხდა შემზარავი დანაშაული ჩემი შვილების მონაწილეობით“ - სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ

მასწავლებელთა გამოცდაზე რეგისტრაცია გახანგრძლივდა - თანხის გადახდა 7 მაისის 18:00 საათამდე შეგეძლებათ

მასწავლებელთა გამოცდებზე პირველადი რეგისტრაცია დასრულებულია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც აპლიკანტებმა გაითვალისწინონ 

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

მათი ნამუშევრები ასახავს ქართული ანბანის სილამაზეს, სისუფთავესა და უნიკალურობას

კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცათ კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის სასწავლო გრანტი

მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას ეროვნული დღესასწაული საინტერესო  პრეზენტაციებით მიულოცეს

საინტერესო

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება