სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„13 წლის ქრისტინეს სკოლაში დაბრუნების ისტორია“-ზესტაფონის N4 სკოლის მოსწავლე, დირექტორის ძალისხმევით, სასწავლო პროცესში სრულფასოვნად ჩაერთო
16-02-2022
-
+


ზესტაფონის N4 საჯარო სკოლის მოსწავლე 13 წლის ქრისტინე დირექტორის, ლელა კირკიტაძის ძალისხმევით, სკოლას სრულფასოვნად დაუბრუნდა. 

ქრისტინე სკოლას აცდენდა, რითაც სკოლის დირექტორი დაინტერესდა. მასთან სახლში მივიდა და აღმოაჩინა, რომ მოსწავლე თავის პატარა და-ძმას უვლიდა. ქრისტინეს დედა ბავშვებს მარტო ზრდის, მისი სამსახურში ყოფნის დროს კი ბავშვებთან ვინმე უნდა ყოფილიყო. სწორედ ამიტომაც უწევდა ქრისტინეს სახლში ყოფნა. 

სკოლის დირექტორმა ქრისტინეს დედასთან ისე შეათანხმა გრაფიკი, რომ მოსწაველს სკოლაში სიარული შეძლებოდა. აქ კიდევ ერთმა სირთულემ იჩინა თავი, მოსწავლე პროგრამას ჩამორჩენილი იყო და ადაპტირება უჭირდა. 

შემდეგ მოსწავლე გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ბულგარეთის განვითარების სააგენტოსთან პარტნიორობით შექმნილ სასწავლო პროგრამაში ჩაერთო. 

ამ პროგრამის წყალობით ქრისტინემ სასწავლო კურსს ფეხი აუწყო და სკოლაში სრულფასოვნად დაბრუნება შეძლო.

სკოლის დირექტორი ლელა კირკიტაძე პროექტის ორგანიზატორებს მადლობას უხდის. 

„ამ პროექტმა არა მარტო ქრისტინეს, არამედ, ბევრ ბავშვს მისცა განათლების მიღების მეორე შანსი, რაც მათ თავდაჯერებულობაში აისახა უპირველესად. მადლობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ბულგარეთის საელჩოსა და UNICEF-ის წარმომადგენლობას საქართველოში“,- წერს სკოლის დირექტორი.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება