სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას კვირეული მიეძღვნა
16-02-2022
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში საქართველოს საამაყო მეფის, დავით IV აღმაშენებლისადმი მიძღვნილი კვირეული - „გიამბობ სიფრიადესა დავითის აღმაშენთასა“ (უცნობი ისტორიკოსი) გაიმართა. კვირეული 7-თებერვლიდან 11-თებერვლამდე მიმდინარეობდა.

კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოამზადეს საინტერესო ვიდეორესურსები, Power Point-ში დავით აღმაშენებელზე დაამუშავეს მასალები, შექმნეს ვიდეორგოლები, გაეცნენ სხვადასხვა ისტორიკოსების გამონათქვამებს, მეფე დავითზე წაიკითხეს ლექსები, პედაგოგებმა თემატური გაკვეთილები ჩაატარეს და სხვა.

მე-7 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა, დებმა მარიამ და ანასტასია ლობჟანიძეებმა და მე-8 კლასელმა, ნანი კობაიძემ დიდი მეფის საგმირო საქმეები თანატოლებს ინგლისურ ენაზე გააცნეს. მე-12 კლასის მოსწავლე მონიკა მანაგაძემ და მე-7 კლასელმა, ზურა ჯოხაძემ ნახატზე - „დავით აღმაშენებელი“ იმუშავეს.

საინტერესო ვიდეორესურსები მოამზადეს ასევე, მე-2 კლასის მოსწავლეებმა: თამარ კიკალიამ, ნუცი ბუცხრიკიძემ, ლაშა დვალმა, ნუცა ტალიაშვილმა, ბარბარე ფანგანმა, სანდრა თუთბერიძემ, ასევე მე-8 კლასის მოსწავლემ, ლილე ჩხაბერიძემ, მე-6 კლასელმა, დავი კუხალაშვილმა, მე-10 კლასის მოსწავლემ, ანასტასია ლობჟანიძემ; მე-11 კლასის მოსწავლემ, მარიამ ბენიძემ, მე-4 კლასის მოსწავლეებმა: მარიამ ჯიმშელეიშვილმა, ნინი ბერიამ, ნატალი ზვიადაძემ, ელენე ლიპარტელიანმა, მარი ჯიმშელეიშვილმა, მურთაზ კიკალიამ, საბა სინაურიძემ, საბა ობოლაძემ და ნუგზარ ჩაკვეტაძემ.

ყველა საფეხურის მოსწავლეების ჩართულობა კვირეულის განმავლობაში იყო აქტიური, საქმიანი და საინტერესო.

აღსანიშნავია, რომ ქართული ეკლესია 8.02 (ძველი სტილით 26.02) წმინდანი მეფის ხსენების დღეს აღნიშნავს.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალები:



























კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება