სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რას ნიშნავს ქოუჩინგი? - მასწავლებლებს დამატებითი ლექსიკონი სჭირდებათ
17-02-2022
-
+


„ქოუჩინგი“ და „ქოუჩი“ - ეს სიტყვები განათლების სფეროში განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში დამკვიდრდა. პედაგოგებს აღნიშნულ თემაზე, პერიოდულად, ტრენინგებიც უტარდებათ, თუმცა ბევრისთვის კვლავ გაურკვეველია ამ სიტყვების ზუსტი მნიშვნელობა. 

რა არის ქოუჩინგი?

ქოუჩინგი – ესაა პროცესი, რომელიც ადამიანის განვითარებისკენაა მიმართული. ეს არის წარმატების მიღწევის ტექნოლოგია, რომელიც ორიენტირებულია ადამიანის აზროვნების გაფართოებაზე. თავად ქოუჩინგის პროცესში პირი კონცენტრირდება საკუთარ შესაძლებლობებზე, დგამს გააზრებულ ნაბიჯებს, რაც საბოლოოდ, მის ცხოვრებას სასიკეთოდ ცვლის. ქოუჩინგის პროცესში ძირითადი მნიშვნელობა კითხვების სწორად დასმას ენიჭება. კითხვებზე პასუხის საშუალებთ კი ადამიანი მიდის გაცნობიერებამდე.

ვინ არის ქოუჩი?

ქოუჩი სხვადასხვა ტექნიკით ეხმარება პირს საკუთარ თავში ჩაღრმავებაში, ძლიერი მხარეების გააზრებასა და სუსტის გაძლიერებაში. პროფესიონალი ქოუჩი სპეციალურ ტექნიკებს და მეთოდებს ფლობს, მასთან მუშაობის შედეგად ადამიანი იწყებს საკუთარი რესურსების და უანარების გამოყენებას და ეძებს მიზნებამდე მისასვლელ ყველაზე ოპტიმალურ გზებს.

როგორ გამოიყენება ქოუჩინგი განათლებაში?

ქოუჩინგი სასკოლო სისტემაში მასწავლებლის პროფესიულ და მოსწავლის პიროვნულ ზრდაზეა ორიენტირებული. მასწავლებლების გადამზადება და მათთვის ქოუჩინგის ინსტრუმენტების სწავლება ხელს უწყობს, რომ მოსწავლემ არა მხოლოდ დაისწავლოს საგანი, არამედ იმუშაოს საკუთარ თავზე, აღმოაჩინოს პიროვნული უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები. ქოუჩინგის გამოყენებით მასწავლებლებს შეუძლიათ განვითარდნენ თავადაც როგორც პიროვნულად, ასევე პროფესიულად. მოსწავლეებთან ქოუჩინგი პედაგოგებს ასევე ეხმარება, თითოეული მოსწავლე აქტიურად ჩართონ სასწავლო პროცესში. მასწავლებლები ამ გზით მოსწავლეს „აიძულებენ“, გააცნობიეროს საკუთარი შესაძლებლობები, ეხმარებიან მიზნების დასახვაში,  ქცევების განვითარებასა და შეცვლაში. პროცესის დროს პედაგოგებს მოსწავლეები ნაბიჯ-ნაბიჯ, დროში გაწერილი ქმედებებით მიჰყავთ მიზნამდე და რაც მთავარია, ქოუჩინგი ეხმარება მასწავლებელს, გაააზრებინოს მოსწავლეს, თუ როგორ უნდა იმუშაოს დამოუკიდებლად თვითგანვითარებაზე, როგორ შეიმეცნოს მეტი დამოუკიდებლად, სხვების სწავლების გარეშე.

იხილეთ ასევე: „ქოუჩი“, „ტუტორი“, „მატრიცა“ - გაეცანით მასწავლებლის პროფესიულ ლექსიკონს


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება