სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ქოუჩი“, „ტუტორი“, „მატრიცა“ - გაეცანით მასწავლებლის პროფესიულ ლექსიკონს
02-11-2021
-
+


განათლების სფეროში, ბოლო დროს, ბევრი უცხო სიტყვა გამოჩნდა. „ქოუჩი“, „ფასილიტარტორი“, „ტუტორი“, „მატრიცა“ და ა.შ. ხშირად, თავად პედაგოგებიც ვერ ერკვევიან სიტყვათა ზუსტ განმარტებაში, ფილოლოგები კი ქართულ ენაში ბარბარიზმების დამკვიდრებას აპროტესტებენ. ასეა თუ ისე, სიტყვები უკვე დამკვიდრდა. გთავაზობთ ე.წ. მასწავლებლის პროფესიულ ლექსიკონს, სადაც 10 ისეთ სიტყვას განვმარტავთ, რომელთა მნიშვნელობა ყველა პედაგოგმა უნდა იცოდეს.

ქოუჩი - ეს არის ტერმინი, რომელიც აღნიშნავს „მწვრთნელს“. ქოუჩი ეხმარება პედაგოგს, რომ მან თავისი ცოდნითა და უნარებით ახლებურად შეხედოს გარკვეულ საკითხებს და საკუთარი თავი მაქსიმალურად წარმოაჩინოს. თავიდან ქოუჩინგი მხოლოდ ხელმძღვანელი პირების კონსულტირებისთვის იყო განკუთვნილი. დღესდღეობით კი ბევრ კომპანიაში ქოუჩინგი პერსონალის განვითარების ღონისძიებების შემადგენელი ნაწილია. საწყისი მნიშვნელობით ქოუჩი (coach) ნიშნავს ეტლს, ეკიპაჟს. ეს უნგრული წარმოშობის სიტყვაა და ინგლისურ ენაში 1556 წლიდან გვხვდება. სიტყვის საწყისი მნიშვნელობა სიმბოლურად კარგად გადმოგვცემს ქოუჩინგის არსს: ეტლი დამხმარე საშუალებაა ერთი ადგილიდან მეორემდე გადაადგილებისათვის და მიზნის მისაღწევად.

ტუტორი - ესაა ადამიანი, რომელსაც აქვს არანაკლებ უფროსი მასწავლებლის სტატუსი და ის ფასილიტაციას უწევს მასწავლებლობის მაძიებელს პედაგოგიურ საქმიანობაში. ტუტორი ეხმარება მაძიებელს, უზიარებს ცოდნას, აძლევს რჩევებს, უმაღლებს მოტივაციას და აგეგმვინებს აქტივობებს.

კურიკულუმი - იგივეა, რაც სასწავლო გეგმა. სასკოლო კურიკულუმი არის დოკუმენტი, რომელიც სწორედ იმ გზას და იმ საგანმანათლებლო სერვისს ასახავს, რომელსაც კონკრეტული სკოლა ქმნის და სთავაზობს საკუთარ მოსწავლეებს.

მიზნობრივი ჯგუფი - ეს არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით არის შერჩეული. მაგალითად, პროექტის შემთხვევაში სამიზნე ჯგუფი არის იმ ადამიანთა ჯგუფი, ვისაც პროექტის შედეგები მოუტანს გარკვეულ სარგებლობას, ანუ ვისთვისაც არის განკუთვნილი პროექტი.

ფასილიტაცია - ნებისმიერი აქტივობა, რომელიც გულისხმობს რაიმე პროცესის ხელშეწყობას, ან სხვისი დავალებების გაადვილებას. 

ფასილიტატორი - ტერმინი გამოიყენება განათლების სისტემაში და ნიშნავს სპეციფიკური გამოცდილების მქონე ადამიანს, რომელიც ეხმარება სხვებს სასწავლო მიზნების მიღწევაში. ფასილიტატორი ცდილობს, გადასცეს თავისი გამოცდილება სხვა მასწავლებელს, რომელსაც არ მიუღია მსგავსი გამოცდილება.

პორტფოლიო (საქაღალდე) - ეს არის მასწავლებლის ან მოსწავლის ნამუშევრების კრებული. პორტფოლიოს დანიშნულებაა, რომ მისმა მფლობელმა თავად შეაფასოს თავისი ნაშრომები და გააცნობიეროს, თუ რა შეცდომები დაუშვა და როგორ შეიძლება მომავალში ამ შეცდომების აცილება. მასწავლებლის პორტფოლიო შეიცავს მასწავლებლის ნამუშევრებს: აქტივობების ნიმუშებს, დავალებებისთვის განკუთვნილ ცხრილებს და ა. შ.

მატრიცა - არის მონაცემთა გამოსახვის ფორმა, ვიზუალურად მას აქვს ცხრილის სახე.  მატრიცა მასწავლებლებისთვის იგივე თემატური გეგმაა, მონაცემთა ნებისმიერი სახის თანმიმდევრობა. მატრიცას ქართულად ყალიბი შეიძლება ვუწოდოთ. როგორც თავად პედაგოგები ხსნიან, მატრიცა სასკოლო კურიკულუმის უმთავრესი ჯაჭვია. მატრიცაში გაწერილია შინაარსი, რომელიც აერთიანებს გრძელვადიან მიზანს, ასევე წარმოდგენილია აქტივობები, რომელიც მარტივიდან რთულისკენაა მიმართული და მოსწავლეს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას ასწავლის.

მკვიდრი წარმოდგენები - განისაზღვრება თემების მიხედვით. ეს არის ზოგადი წარმოდგენები, რომლებიც თემის შესწავლისას უნდა ჩამოყალიბდეს მოსწავლის ხანგრძლივ მეხსიერებაში მის წინარე წარმოდგენებზე დაყრდნობით, რათა მან თემის ფარგლებში დასახული მიზნების მიღწევა შეძლოს. მკვიდრი წარმოდგენები აზროვნების საყრდენია.

თემატური ბლოკი/ჩარჩო - იმ საგნებში, რომლებშიც სასწავლო თემები მჭიდროდ არ უკავშირდება სტანდარტის შედეგებს (ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული, როგორც მეორე ენა, უცხოური ენები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, მათემატიკა, ფიზიკური აღზრდა და სპორტი), სავალდებულო თემების ნაცვლად თემატური ბლოკები/ჩარჩოებია წარმოდგენილი. ისინი ქმნის საერთო საფუძველს წლიურ პროგრამაში კონკრეტული სასწავლო თემების განსაზღვრისათვის.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება