სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დავინახე, რომ 16 წლის დიმას გული უკვე ძალიან ანათებს“- ბოლნისის N1 სკოლის დირექტორისა და ხელოვანი მოსწავლის საინტერესო დიალოგი
15-02-2022
-
+


სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ბოლნისის N1 საჯარო სკოლაში ერთ-ერთი ნიჭიერი მოსწავლე, მე-11 კლასელი დიმა თეიმურაზიანი სწავლობს. სკოლაში არსებობს ტრადიცია, რომლის მიხედვითაც გამორჩეულ მოსწავლეებთან საინტერესო ინტერვიუები მზადდება. სწორედ ასეთი ინტერვიუ ჩაიწერა დიმა თეიმურაზიანთან.

აღსანიშნავია, რომ დიმამ ხატვა 10 წლიდან დაიწყო, შემდეგ შეწყვიტა და სკოლის კონკურსში მონაწილეობის მიზნით კვლავ აქტიურად განაახლა. ზაფხულის ულამაზესი პეიზაჟის მეშვეობით კი სასკოლო კონკურსის ჟიურის ერთ-ერთი რჩეულიც გახდა. ნიჭიერი მოსწავლის სურვილია, ისტორიკოსი გახდეს. 

etaloni.ge გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც ნიჭიერ მოსწავლესთან თავად სკოლის დირექტორმა, ირმა წაქაძემ ჩაწერა. 

- დიმა, ღმერთს რომ ეთხოვა ნახატი მაჩუქეო, რას დაუხატავდი?

- გულს, რომელიც ანათებს!

- რატომ?

- იმიტომ, რომ ვისაც ღმერთი უყვარს, ყველას გული ანათებს.

- ესე იგი, შენი გულიც ანათებს, თან ძალიან - ძალიან.

- ალბათ. სასწაულია თითო წამი, სასწაულია მზის ყოველი ამოსვლა და ჩასვლა. ბევრი სასწაულია დედამიწაზე, ამიტომ ვაჩუქებდი ღმერთს ადამიანების სიყვარულით განათებულ გულებს. სხვანაირად კიდევ როგორ გამოვხატავ მადლიერებას?!

- ასეთი საჩუქრის შემდეგ ღმერთი თუ გამოგზაურებდა დროში ვის ნახავდი?

- პირველად ლეონარდო და ვინჩს, მერე კარავაჯოს.

- დაპატიჟებდი საქართველოში?

- აუცილებლად. ვაჩვენებდი სვეტიცხოველს და წავუკითხავდი ვეფხისტყაოსანს.

- და შემდეგ რომელ მხატვარს ესტუმრებოდით?

- რაფაელს, ან პიკასოს და მოვუსმენდი მათ საუბარს.

დიმა, ბოლნისის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეა. 10 წლიდან დაიწყო ხატვა. შემდეგ, შეწყვიტა და სკოლის კონკურსში მონაწილეობის მიზნით ისევ აქტიურად განაახლა. ზაფხულის ულამაზესი პეიზაჟით ჟიურის ერთ-ერთი რჩეულიც გახდა.

- ხატვა შევწყვიტე, რადგან არ ვიცოდი რაზე მეხატა. არ მქონდა მასალა და არც არავის ეცალა ჩემთვის. ბევრჯერ მინატრია, ნეტავ ფუნჯით ერთხელ მაინც მომესვა...

- მერე?

- მაგრამ, ახლა ბიცოლა მეხმარება და მიგზავნის მასალებს. ის არის ჩემი სულის მკურნალი.

- ბიცოლაც ჩვენსავით ფიქრობს რომ ძალიან საინტერესოდ მოსაუბრე და ნიჭიერი ადამიანი ხარ?

- დიახ, მხარში მიდგას. მან გამომიგზავნა თქვენი კონკურსის ლინკიც. ის რომ არა ვერც მივიღებდი მონაწილეობას.

- სახელი?

- ჰერიქნაზი, მე მას ჰერიქოს ვეძახი.

- სკოლის სახელით დიდი მადლობა გადაეცი ჰერიქოს. კიდევ ერთი განათებული გული ღმერთისთვის.

დიმას სამაგიდო წიგნი დანტეს „ღვთაებრივი კომედია" და „ვეფხისტყაოსანი“ ყოფილა. ძალიან უყვარს ლიტერატურა და ისტორიკოსობას გეგმავს. იმედი აქვს, რომ მომავალში თავის საქმეში წარმატებული იქნება და „იდეალიზმს“ მიაღწევს.

- რა იდეალიზმს დიმა, თუ მსოფლიოში მშვიდობა არ იყო რამე საქმეს წარმატება ექნება?

- არა, რა თქმა უნდა. მშვიდობა მხოლოდ ერთმანეთის დახმარებით დამყარდება. თუ ადამიანის თვალსაწიერი გაფართოვდება და მიხვდება რომ სახლის გარეთაც არის მსოფლიო, რომელზეც უნდა ვიზრუნოთ, აი მაშინ დამყარდება მშვიდობა. იცით, რა?!

- რაო, დიმა?

- ზოგადად, მშვიდობა ძალიან ფართე ცნებაა. ამაზე ბევრი ლაპარაკი მომიწევს, მაგრამ ონლაინ ეს ძალიან რთულია...

დავპირდი, სკოლაში რომ გავალთ ჩვენ საუბარს აუცილებლად გავაგრძელებთ. შემდეგ, მის ნახატებს ვუყურებდი და თან ვფიქრობდი, რომ არ მცოდნოდა, ის ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა, წარმოვისახავდი სიცოცხლეზე შეყვარებულ ზრდასრულ ადამიანს, რომელსაც ძალიან უყვარს ღმერთიც, ადამიანიც, ადარდებს მომავალი და ფიქრობს მშვიდობაზე. დავინახე, რომ 16 წლის დიმას გული უკვე ძალიან ანათებს... დამავიწყდა მეთქვა, რომ უყვარს ცეკვა და ძალიან კარგად მღერის“, - წერია დირექტორისა და მისი ნიჭიერი მოსწავლის ძალიან საინტერესო ინტერვიუში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ქულა, რომელიც სპეცმასწავლებელბს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ - ცვლილება ტესტირების წესში  

გამოსაცდელთა საყურადღებოდ - დამატებითი გამოცდის ჩაბარება აუცილებელი პირობაა

 ანაზღაურება 3490 ლარია - რა თანამდებობაზე გამოაცხადა ვაკანსია მანდატურის სამსახურმა 

ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - დეტალები

სხვა უმაღლესში გადასვლას მხოლოდ ეროვნულების ჩაბარების შემდეგ შეძლებთ - რომელ სტუდენტებს ეხება მინისტრის გადაწყვეტილება

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

კონფერენციამ აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და პედაგოგები  გააერთიანა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება