სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გუმბათის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა სამაგიდო თამაშებითა და წიგნებით გამდიდრდა
15-02-2022
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკა წიგნებითა და სამაგიდო თამაშებით გაამდიდრეს.

ბავშვებმა ბიბლიოთეკისთვის 850 ლარის ღირებულების წიგნები და სამაგიდო თამაშები შეიძინეს. აღნიშნულში დახმარება ორგანიზაცია მეგობრობის ხიდმა - „ქართლოსმა“ გასწია, რომელმაც მოსწავლეების: კახი კახაძისა და ზაზა ადაძის იდეა დააფინანსა.

პროექტის ფარგლებში ისეთი თამაშები შეიძინეს, რომლებიც სხვადასხვა აუცილებელი უნარების განვითარებაში ეხმარება:

  1. თამაში „ჩუ“ - ჟესტური ენის შესწავლას უწყობს ხელს;
  2. თამაში „ერთი ერთში“ - უსინათლოთა მიმართ ემპათიის უნარის განვითარებას უწყობს ხელს;
  3. თამაში „SDJ“ - მდგრადი განვითარების მიზნების დამახსოვრებასა და მეხსიერების განვითარებას უწყობს ხელს;
  4. თამაში „ინოვატორი“ - სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებას უწყობს ხელს.
სკოლა აღნიშნულთან დაკავშირებით მადლობის წერილსა და დამატებით ინფორმაციას ავრცელებს:

„მადლობა, სალომე ციკვაძეს​ სოციალურ საწარმო „ჩუ“-ს თამაშებისთვის: „SDJ“, „ჩუ“ და „ერთი-ერთში“. პროექტი დაფინანსებულია საგრანტო პროგრამის „MEET UP! ახალგაზრდობა პარტნიორობისთვის“ ხსოვნის, პასუხისმგებლობისა და მომავლის (EVZ) ფონდისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ“, - აღნიშნულია წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება