| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლებისა და სხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის იზოლაციის ვადები შემცირდა. „COVID-19-ის ასიმპტომური და მსუბუქი მიმდინარეობისას, აღნიშნულ დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის, პერსონალის დეფიციტის შემთხვევაში, დამსაქმებლის მითითების გათვალისწინებით, იზოლაცია სრულდება ინფიცირების დადასტურებიდან მე-6 დღეს. იზოლაციის დასრულებისთვის აუცილებელია სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი. ამასთან სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი. იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღის განმავლობაში მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის გამოყენება“ - ასეთია ახალი რეგულაცია, თუმცა საინტერესო ისაა, ვრცელდება თუ არა იგივე საკარანტინე პირობები საბავშვო ბაღის პერსონალზე?
აღნიშნული კითხვით Etaloni.ge-მ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ ბაღში დასაქმებულებზეც 5-დღიანი საიზოლაციო პერიოდი ვრცელდება:
„ბაღის თანამშრომლებიც 5 დღე გადადიან იზოლაციაში და მე-6 დღეს, ტესტის გაკეთების შემდგომ შეუძლიათ დაბრუნდნენ სამსახურში; თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თითოეულ შემთხვევას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და ეპიდემიოლოგები ინდივიდუალურად განიხილავენ“.
რაც შეეხება ბაღებში კოვიდინფიცირების სტატისტიკას, 187-დან დახურულია 54 სააღმზრდელო დაწესებულება, 61 ცალკეული ჯგუფი, ხოლო ვირუსი დაუდასტურდა 415 თანამშრომელსა და 36 აღსაზრდელს.
იხილეთ ასევე:
ბაღებს საგაზაფხულო არდადეგები არ ეხება - ოფიციალური განმარტება
საკანონმდებლო აქტები, დადგენილებები, კონვენცია... - კიდევ რისი ცოდნა ევალება ბაღის აღმზრდელს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა