სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლამდელები - skolamdelebi.ge

საკანონმდებლო აქტები, დადგენილებები, კონვენცია... - კიდევ რისი ცოდნა ევალება ბაღის აღმზრდელს
10-02-2022
-
+


თბილისის ბაღებში დასაქმებულ აღმზრდელებს, ფუნქცია მოვალეობები აქვთ და გარკვეული საკანონმდებლო აქტების ცოდნაც მოეთხოვებათ. კერძოდ, რა განათლება უნდა ჰქონდეს საბავშვო ბაღის აღმზრდელს და გარდა ბავშვზე ზრუნვისა, კიდევ რა მოვალეობები უნდა შეასრულოს? 

არსებული დოკუმენტით, თბილისის ბაღებში დასაქმებული აღმზრდელი იცავს ბალანსს აღსაზრდელებთან ურთიერთობაში; ზრუნავს ბავშვის დამოუკიდებელი უნარის წახალისებაზე; მონაწილეობს მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობაში; ითვალისწინებს განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს; იცავს კონფიდენციალობას აღსაზრდელსა და მისი ოჯახის შესახებ.

ბაღში დასაქმებისთვის უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ან პროფესიული პედაგოგიური განათლება, 1-წლიანი სამუშაო გამოცდილებაც სასურველია შესაბამის სფეროში.

გარდა ამისა, თბილისის საბავშვო ბაღის აღმზრდელს მოეთხოვება: საკანონმდებლო აქტების ცოდნა, ინდა იცოდეს საქართველოს კონსტიტუცია (1, 2 თავი); საქართველოს კანონი - „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“; საქართველოს მთავრობის №488 დადგენილება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტი; საქართველოს მთავრობის №437 დადგენილება - „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“; მთავრობის დადგენილება №478 – „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“; ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტები (ეროვნული სასწავლო გეგმების ბიბლიოთეკა  2013); ბავშვის განვითარების თეორიები - კოგნიტური და მეტყველების სფეროს განვითარება, პიროვნულ- სოციალურ -ემოციური განვითარება, ფიზიკური განვითარება (შესაძლო წყაროები: ლორა ბერკი -„ბავშვის განვითარება“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემა 2010; საბავშვო ბაღის აღმზრდელის დამხმარე სახელმძღვანელო; ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრი 2011); ადრეული განათლების ფსიქოლოგია; ქ.თბილისის მთავრობის დადგენილება N13-52 „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მოსახურების მიწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდის და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურეობრივი ინსტრუქციების, ქცევის და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ“ და გაეროს „ბავშვთა უფლებათა კონვენცია“.

აღმზრდელი უნდა ფლობდეს კომპიუტერულ პროგრამებს: Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Power Point.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება