სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლამდელები - skolamdelebi.ge

რატომ ჰქვია საბავშვო ბაღს „საბავშვო ბაღი“?
12-03-2022
-
+


სიტყვა „საბავშვო ბაღი“ გერმანული ენიდან მოდის. ტერმინი მე-19 საუკუნით  თარიღდება. ფრიდრიხ ფრობელი კი ის ადამიანია, რომელმაც პირველი საბავშვო ბაღი 1840 წელს გახსნა. სიტყვათშეთანხმება  „საბავშვო ბაღიც“ გამოიგონა ფრობელმა და სიმბოლურად განასახიერა მისი ხედვა ადრეული ბავშვობის განათლების შესახებ: „ბავშვები პატარა ყვავილებივით არიან, ძალიან მრავალფეროვნები და საჭიროებენ მოვლას, რადგან თითოეული მათგანი მარტოხელა და დიდებულია, როცა თანატოლთა საზოგადოებაში ჩანს“, - ამბობდა ფრიდრიხ ფრობელი.

ამ ისტორიამდე მიიჩნეოდა, რომ 7 წლამდე ასაკის ბავშვებს არ გააჩნდათ ფოკუსირების ან კოგნიტური და ემოციური თვისებების განვითარების შესაძლებლობა. ფრიდრიხ ფრობელი იყო განმანათლებელი, რომელსაც სჯეროდა ბავშვებისთვის თვითაქტიურობისა და პრაქტიკული სწავლის აუცილებლობა. მას უყვარდა ბუნება, მეცნიერება და მათემატიკა. ის გრძნობდა, რომ ბავშვებს სჭირდებოდათ აღზრდა და მზრუნველობა, როგორც ბაღის მცენარეებს.  სწორედ ამიტომ მან შექმნა ადრეული განათლების პროგრამა მცირეწლოვანი ბავშვებისთვის და მას საბავშვო ბაღი უწოდა. ეს იყო ადგილი, სადაც ბავშვებს შეეძლოთ თავისუფლად განვითარება თვითმართული თამაშით მასწავლებლის ხელმძღვანელობით და არა უფროსობით.

ფრიდრიხ ფრობელის საბავშვო ბაღი სავსე იყო ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშო საგნებით. მან შეიმუშავა საჩუქრებისა და პროფესიების ნაკრები, რომლებიც ისე იყო შექმნილი,  რომ დახმარებოდა ბავშვებს ამოეცნოთ ბუნებაში არსებული ნიმუშები და გასცნობოდნენ მეცნიერების, გეომეტრიისა და არქიტექტურის ძირითად ცნებებს.  ფრიდრიხ ფრობელი უზრუნველყოფდა საბავშვო ბაღს მასალებით, როგორიცაა თიხა, ქვიშა, ქაღალდი და სიმები ისეთი უნარების გასამყარებლად, როგორიცაა ქანდაკება, მაქმანები, ქსოვა, კრეატიულობა და გამომგონებლობა.

ფრობელის განათლების ფილოსოფია ეყრდნობოდა ოთხ ძირითად იდეას: თავისუფალ თვითგამოხატვას, კრეატიულობას, სოციალურ მონაწილეობას და მოტორულ გამოხატვას. ეს მიდგომა წააგავს ფილოსოფიას, რომელიც ეფუძნება პრაქტიკულ სწავლის გამოცდილებას. ფრიდრიხ ფრობელმა  საბავშვო ბაღი შექმნა იმისთის, რომ ეს ყოფილიყო ადგილი ბავშვებისთვის, სადაც გამოიკვლევდნენ და გააქტიურებდნენ მათ ცნობისმოყვარეობასა და გაოცების გრძნობას. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება