სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ მალაყმაძე წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას საინტერესო ონლაინ აქტივობით შეუერთდა
14-02-2022
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ მალაყმაძე წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს ონლაინ აქტივობით შეუერთდა.

მარიამი მე-11 კლასის მოსწავლეა, ის ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის აქტივობას შეუერთდა და იმ წიგნის შესახებ დაწერა, რომელსაც საჯაროდ წაიკითხავდა. ეს წიგნი ჰალიდ ჰოსეინის „ათასი მოელვარე მზეა“. 

მოსწავლე თავისი საყვარელი წიგნის შესახებ დეტალურად წერს და სხვებსაც ურჩევს ის წაიკითხონ. 

„გამარჯობა ... მე ვარ მარიამ მალაყმაძე ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე. მე ვუერთდები წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს. მე შემოგთავაზებთ ჩემთვის ერთ-ერთ განსაკუთრებულ წიგნს ხალიდ ჰოსეინის „ათასი მოელვარე მზე“. წიგნი ორი ავღანელი ქალის მარიამისა და ლაილას შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ასაკობრივი განსხვავებების მიუხედავად, უმეგობრდებიან ერთმანეთს გარკვეული პირობების გამო. წიგნის მიხედვით, მარიამი არის „ჰარამი“ ანუ უკანონო შვილი, მას არ აღიარებს მამის ოჯახი. ის იძულებით დააქორწინეს კაცზე, რომელიც მოძალადე აღმოჩნდება. იკვეთება, რომ მარიამი ცხოვრებამ დაჩაგრა, მაგრამ ვერ გატეხა ვერც უიღბლობამ, ვერც უსამართლობამ, ვერც ძალადობამ. მარიამში ვერ მოკლეს კეთილი ადამიანი .. ლაილა კი რადიკალურად განსხვავებულ ოჯახში იზრდება, სადაც თავისი მშობლები თანასწორუფლებიანები არიან, ლაილა ასევე ლამაზი, მიზანდასახული, განათლებული გოგონაა, რომელიც იდეალების რწმენით გაზარდეს. რწმენით, სადაც განათლება უმნიშვნელოვანესია. ამ ორი ქალის ისტორია არის სახე იმდროინდელი ავღანეთის, სადაც ქალების ჩაგვრა იყო ყოველდღიური მოვლენა ჰოსეინი ამ წიგნით გვიყვება უუფლებობასა და დამცირებაზე, რომელიც ამ ავღანელმა ქალებმა გამოიარეს და მაინც გადარჩნენ. მე ამ წიგნმა მასწავლა, თუ როგორ უნდა გავხდე ძლიერი ქალი. ვფიქრობ, ჩემი თანატოლები თუ წაიკითხავენ ბევრ დადებით გარდატეხას მოახდენენ საკუთარ თავში ისევე, როგორც მე“,- წერს მარიამ მალაყმაძე.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება