სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თელეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება საგანმანათლებლო პროექტში
14-02-2022
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგანმანათლებლო პროექტში - „დიდგორელი“ წარმატება მოიპოვეს. 

კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა XI კლასის მოსწავლე ქეთი კიკოლაშვილმა, მეორე ადგილზე კი ამავე კლასის მოსწავლე ნოდარ იაშვილი გავიდა.

პროექტის - „დიდგორელი“ ავტორი გახლავთ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და ისტორიკოსი ლევან ჟვანია.

„დიდგორელი“ ისტორიის სასკოლო კონკურსია, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეების ისტორიით დაინტერესებას და საგნის პოპულარიზაციას. კონკურსი 2021 წლის 23 მაისს დაიწყო და მაში გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების, მათ შორის თელეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. აღნიშნული კონკურსი 4 ტურად ჩატარდა. მოსწავლეებს ისტორიის საკითხების გარდა ევალებოდათ კონკრეტული ისტორიული ხასიათის ლიტერატურული ნაწარმოებების დამუშავებაც. ოთხივე ტური წამყვანი პოზიციებით გადალახეს თელეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რაც საბოლოო ჯამში ფინალურ ტურში დიდი გამარჯვებით დაგვირგვინდა. კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა XI კლასის მოსწავლე ქეთი კიკოლაშვილმა. ხოლო მეორე ადგილი - ამავე კლასის მოსწავლე ნოდარ იაშვილმა. დაჯილდოება გაიმართა ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში, სადაც ფინალისტებს ფასიან საჩუქრებთან ერთად, ფულადი ჯილდოც გადაეცათ. მოსწავლეებს კონკურსში მონაწილეობის დროს ხელმძღვანელობდა ისტორიის პედაგოგი ლალი ჭინჭარაშვილი.

„თელეთის საჯარო სკოლა ამაყია საკუთარი მოსწავლეებით და კიდევ ერთხელ უხდის მადლობას საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელს“, მის სულის ჩამდგმელ ბატონ ლევან ჟვანიას და ორგანიზატორებს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება