| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კერძო სკოლის მასწავლებლები საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეღავათიან ტარიფს ითხოვენ და აღნიშნავენ, რომ ამ მხრივ საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგებს შორის განსხვავება არ უნდა იყოს. მათი განმარტებით, თუ საჯარო სკოლის მასწავლებლები სპეციალური სამგზავრო ბარათებით 20 თეთრად მგზავრობენ, აღნიშნული შეღავათი კერძო სკოლის პედაგოგებზეც უნდა ვრცელდებოდეს.
კერძო სკოლის მასწავლებლებმა პეტიცია შექმნეს და ხელმოწერებს აგროვებენ. ადრესატი თბილისის მერიაა.
„თბილისის მერიისგან დადგენილი შეღავათიანი ტარიფით (20 თეთრი) სარგებლობენ დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები. ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე და ასევე ზოგადი განათლების მიზნების თანაბარი კეთილსინდისერებით მსახურების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, სამართლიანი მოთხოვნაა ამ კატეგორიას დაემატოს კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირების საშეღავათო ტარიფით სარგებლობის შესაძლებლობა“, - ასეთია პეტიციის შინაარსი.
შეგახსენებთ, რომ 1 თებერვლიდან მგზავრობის ტარიფი შეიცვალა. დედაქალაქში ერთჯერადად მგზავრობის საფასური გაორმაგდა და 50 თეთრის ნაცვლად 1 ლარი გახდა, თუმცა ტარიფის ცვლილება არ შეეხო შეღავათიანი მგზავრობის უფლების მქონე პირებს. საჯარო სკოლის მასწავლებლები, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები და სტუდენტები 20 თეთრად იმგზავრებენ. სკოლის მოსწავლეებისთვის და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლებისთვის კი მგზავრობა უფასო იქნება.
იხილეთ ასევე: რა ფასად იმგზავრებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მასწავლებლები - 1 თებერვლიდან ტარიფი იცვლება
უქმდება თუ არა მასწავლებლების სამგზავრო ბარათები და მოუწევთ თუ არა პედაგოგებს აბონემენტის აღება?
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი