სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

უქმდება თუ არა მასწავლებლების სამგზავრო ბარათები და მოუწევთ თუ არა პედაგოგებს აბონემენტის აღება?
23-12-2021
-
+


თბილისში მგზავრობის საფასური 50 თეთრის ნაცვლად 1 ლარი გახდა. თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებს ულიმიტო მგზავრობის სისტემასა და შესაბამის ბარათებს სთავაზობს.

მასწავლებლები საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეღავათიანი ტარიფით სარგებლობდნენ და მათთვის სპეციალურად შექმნილ სამგზავრო ბარათს იყენებდნენ. ჩნდება კითხვა, უქმდება თუ არა მასწავლებლების სამგზავრო ბარათები და მოუწევთ თუ არა პედაგოგებს ახალი ბარათის აღება.

როგორც etaloni.ge-ს თბილისის მერიაში განუცხადეს, მასწავლებლები ამჟამინდელი სატრანსპორტო ბარათით სარგებლობას ისევ შეძლებენ და ისარგებლებენ იმავე შეღავათით, რითაც აქამდე სარგებლობდნენ.

„მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის და პენსიონერებისთვის მგზავრობის ტარიფი უცვლელი რჩება. მასწავლებლები იმავე ბარათით სარგებლობას შეძლებენ, ახლის აღება საჭირო არაა. საერთოდ კი, ამჟამინდელი გადახდის სისტემა არ უქმდება, მგზავრობის ღირებულება გახდება 1 ლარი და მსურველთათვის ემატება სააბონიმენტო გადასახადის სისტემა. თუმცა ეს ცვლილება პედაგოგებს არ ეხება, ისინი იმავე ტარიფით ისარგებლებენ, რითაც - აქამდე. გარდა ამისა, მგზავრობისას იმავე სამგზავრო ან საბანკო ბარათის გამოყენების საშუალება ექნებათ როგორც პედაგოგებს, ასევე - ნებისმიერ პირს. აბონიმენტით სარგებლობა არის ნებაყოფლობითი და არა - სავალდებულო“, - განმარტავენ მერიაში.

შეგახსენებთ, რომ ცვლილების თანახმად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის 90-წუთიანი ბარათი 1 ლარი ეღირება, 1- დღიანი ბარათი - 3 ლარი, 1-კვირიანი - 20 ლარი, 1-თვიანი - 40 ლარი, 3-თვიანი - 100 ლარი, 6-თვიანი - 150 ლარი, ხოლო 1-წლიანი ბარათები - 250 ლარი ეღირება. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ულიმიტო სისტემა ძალაში 1-ელი თებერვლიდან შევა.

იხილეთ ასევე: რა ფასად იმგზავრებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მასწავლებლები  - 1 თებერვლიდან ტარიფი იცვლება


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება