TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ავადმყოფობის უფლებაც არ გვაქვს... იქნებ, გაწყვიტოთ პედაგოგები!..“ - მასწავლებლები საკარანტინე ვადის შემცირებას აპროტესტებენ
11-02-2022
-
+


პედაგოგებისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, იზოლაციის ვადები შემცირდა, ისინი, ექიმების მსგავსად, ყოველდღიურ რეჟიმს, ინფექციის დადასტურებიდან მეექვსე დღეს დაუბრუნდებიან.. ზოგადად, ამ ცვლილებამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა, ასევე დიდი გაურკვევლობა გამოიწვია, თავად პედაგოგები კი საკარანტინე ვადების შემცირებას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან და მათ მოსაზრებას Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ეტყობა იქ, „მაღლა“, მასწავლებლისგან გამწარებულთა გუნდი ზის “

„5 დღე ამ ვირუსთან რას შველის?! მე-8 დღეა და მდგომარეობიდან ვერ გამოვედი, ხმა ვერ დავიბრუნე, უაზრო ხველა, გემო ვერ მოვიყვანე, სისუსტე მაქვს და ასეთ დადგენილებებს ვინც იღებს, ცოტა უფრო მეტად იფიქრონ ადამიანებზე. ომიკრონი სუსტად მიმდინარეობსო, ყველა ამ საკითხზე საუბრობს, არადა სპეციალისტების აზრით დღესდღეობით მარტო ომიკრონი არ ცირკულირებს, არამედ შერეულია დელტა და ომიკრონი.ასე რომ, ყველას ომიკრონი არ აქვს.ჩემი აზრით, ეს აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული“.

„მასწავლებელი მუდამ დაბალ საფეხურად ითვლებოდა და ახლა საერთოდ გაანადგურეს. რაც ცოტა ვიქნებით, ის უნდათ“

„საცოდავი მასწავლებლები - ავადმყოფობის უფლებაც არ აქვთ. 5 დღე მარტო მაღალი სიცხე აქვთ და მეექვსე დღეს სკოლაში როგორ წავლენ? ვინმე ფიქრობს მასწავლებლის ჯანმრთელობაზე“?

„რა ყველაფერში მასწავლებელს უშვებენ პირველ ხაზზე! ამ ხუთ დღეში ჯანმრთელობის აღდგენას შეძლებს ყველა? ავად გახდომის უფლებაც არ გვაქვს უკვე“.

„5 დღე კი არა, 3 კვირაა ვერ ავდექი ფეხზე. გამოგვიტანეთ სიკვდილის განაჩენი, ისედაც ხომ საცდელ ბაჭიებად გვაქციეთ პედაგოგები“!

„იქნებ გაწყვიტოთ პედაგოგები ბევრი აღარ უკლიათ“.

კოვიდის გადატანისას მეათე დღეს გავედი სკოლაში.საღამოს სასწრაფო და კარდიოლოგიურ კლინიკაში გადაყვანა დამჭირდა. რა ვქნა, ვერ ვჯდები თქვენს მიერ დადგენილ ვადებში,.გაითვალისწინეთ - მასწავლებელიც ადამიანია“.

იხილეთ: მასწავლებლები, კარანტინში 5 დღით გადავლენ  - კიდევ ვის ეხება იზოლაციის ვადის შემცირება 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება