| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მსოფლიოში ვირუსულად გავრცელდა გამოწვევა „ტიკტოკზე“, რომელიც გულისხმობს სუნთქვის შეკავებას გონების დაკარგვამდე. მართალია, ეს ე.წ. ჩელენჯი ახალი არ არის, თუმცა სოციალურ ქსელში უამრავი მომხმარებელი მიმართავს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) ინფორმაციით, მას 80 ადამიანზე მეტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ინტერნეტმომხმარებლები სუნთქვას იკავებენ, ვიდრე უჟანგბადობის გამო გონებას არ დაკარგავენ. გასულ წელს ამ დავალების შესრულებისას ოთხი 12 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა.
„ამ დროს ტვინს იგივე ემართება, რაც ხდება დახრჩობის, ან გულის შეტევის დროს. თუ ტვინს 3 წუთის განმავლობაში არ მიეწოდება ჟანგბადი, ის ზიანდება და შედეგად, შესაძლოა, სიკვდილი დადგეს“, - ამბობს ექიმი ნიკ ფლინი.
CDC ასევე, ავრცელებს ნიშნების ჩამონათვალს, რომელიც შესაძლოა ჰქონდეს მოზარდს, რომელმაც გამოწვევაში ჩართვა სცადა, მათ შორის არის ჩასისხლიანებული თვალები, უცნაური კვალი კისერზე, ძლიერი თავის ტკივილი...
„კვლევა აჩვენებს, რომ ბევრ მშობელს სასიკვდილო თამაშის შესახებ არაფერი გაუგია, ამიტომ, იმედი გვაქვს, მივაწვდით მათ ინფორმაციას, ისევე, როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს და მასწავლებლებს, რომ ამოიცნონ გამაფრთხილებელი ნიშნები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თავად ბავშვებმა, შესაძლოა, ვერ გაიაზრონ ასეთი მოქმედების საფრთხე", - აღნიშნავს პროფესორი რობინ ტობლინი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა