TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

უმაღლესი განათლების კანონში ცვლილებები იგეგმება
11-02-2022
-
+


უმაღლესი სასწავლებლები საგანამანათლებლო პროგრამების კლასტერულ აკრედიტაციას მიიღებენ, უმაღლესი განათლებისა და განათლების ხარისხის განვითარების შესახებ კანონში ცვლილებით განისაზღვრება კლასტერული აკრედიტაციის ცნება, რაც გულისხმობს რამდენიმე საგანამანათლებლო პროგრამის გარკვეული ნიშნით დაჯგუფებას და ერთიან აკრედიტაციას.

ცვლილების შემდეგ უნივერსიტეტებს საშუალება მიეცემა ერთ კლასტერში აკრედიტაციისთვის გააერთიანოს მაქსიმუმ 8 პროგრამა. როგორც კომიტეტზე მომხსენებელმა მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ განაცხადა, ამ შემთხვევაში ეყრდნობიან უცხო ქვეყნების გამოცდილებას.

„დღეს მოქმედი რეგულაციით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები აკრედიტაციისთვის განაცხადს თითოეული პროგრამისთვის ცალ-ცალკე ავსებენ. ცვლილებების შემდეგ კი, დაწესებულება უფლებამოსილი იქნება, სააკრედიტაციოდ, ერთ კლასტერში, შინაარსობრივად დაჯგუფებული პროგრამები წარადგინოს. არაუმეტეს 8 საგანმანათლებლო პროგრამისა. კლასტერი კი განისაზღვრება როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესის მიზნებისათვის, ასევე, პროგრამის შინაარსის, სწავლების მიზნისა და შედეგების ნიშნით“, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძემ.

მისივე თქმით ერთი წლის განმავლობაში აკრედიტაციის პროცესში სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მიხედვით შეფასდება მხოლოდ კონკრეტული სფეროს პროგრამები.

„ეს მოდელი სახელმწიფოს, საზოგადოებას, განათლების სფეროს ექსპერტებს მისცემს საშუალებას გააკეთონ ანალიზი, თუ როგორ ვითარდება უმაღლესი განათლების კონკრეტული დარგი ან სფერო სახელმწიფოში“, – აღნიშნა ვალერიან გობრონიძემ.

მისივე განცხადებით, ცენტრი წლის განმავლობაში გადაამზადებს მხოლოდ იმ სფეროსა თუ დარგის ექსპერტებს, რომელსაც მომავალი წლის განმავლობაში უწევს აკრედიტაცია.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისთვის გატანას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება