| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებლების გამოცდაზე ის პირებიც დაიშვებიან, რომლებსაც სახელოვნებო ან სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი აქვთ. აქამდე პედაგოგობის მსურველს ბაკალავრის, მაგისტრის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი უნდა ჰქონოდა. ამასთან, გამონაკლისი იყვნენ მხოლოდ სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირები.
ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილება უკვე შევიდა, რომლის თანახმადაც მასწავლებლობის მაძიებლად მიიჩნევა პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან/და სახელოვნებო ან სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროფესიული განათლების მქონეებს სკოლაში მხოლოდ სახელოვნებო ან სასპორტო საგნის (საგნობრივი ჯგუფის) მასწავლებლად დასაქმება შეუძლიათ.
ცვლილებიდან გამომდინარე, ხელოვანს, რომელსაც პროფესიული განათლება აქვს, შეუძლია სკოლაში გამოცდის ჩაბარების გარეშე დასაქმდეს და მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაში ჩაერთოს, დასაქმებიდან ორი წლის განმავლობაში კი საგნის გამოცდა ჩააბაროს და სტატუსი მოიპოვოს.
მასწავლებლობის უფლება ასევე მიენიჭება ხელოვანს, რომელსაც პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი აქვს და პედაგოგთა საგნის გამოცდას წარმატებით ჩააბარებს.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს
ბიის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო მასწავლებელი მზია გვირგვლიანი
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ