| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომელიც „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-17 მუხლის მე-8 პუნქტს ეხება. უფრო კონკრეტულად კი ბავშთა დახმარების ხვადასხვა ცენტრებს, დასაქმებულთა 60%-ის სამსახურში გამოუცხადებლობის შემტხვევაში, იფლება აქვთ, საკუთარი გადაწყვეტილებით შეაჩერონ მომსახურება:
„ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის შესაბამისი წლის „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ „ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“, „ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის“, „დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“, „განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამისა“ და „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ მხოლოდ დღის ცენტრების კომპონენტის ფარგლებში არსებულ მომსახურებებში ბენეფიციარების ან/და დასაქმებული პერსონალის საერთო რაოდენობის 60%-ზე მეტის დაუსწრებლობის შემთხვევაში, მომსახურებას შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება მომსახურების შეჩერების შესახებ, რომელსაც წერილობით აცნობებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან/და სსიპ − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ - აღნიშნულია ახალ დადგენილებაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა