TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბავშვის სკოლაში შეყვანის ასაკი შესაძლოა შეიცვალოს - საკითხს განათლების კომიტეტი განიხილავს
08-02-2022
-
+


პარლამენტის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი 2022 წელს სკოლაში სწავლის დაწყების ასაკის ცვლილების საკითხს შეისწავლის - აღნიშნულის შესახებ კომტიეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმაში ვკითხულობთ.

არსებული კანონმდებლობით პირველ კლასში დარეგისტრირება იმ ბავშვებს შეუძლიათ რომელთა ასაკიც სწავლის დაწყების დღეს 6 წელია. აღნიშნულ კანონს დიდი ხანია აპროტესტებს მშობლების ნაწილი და როგორც 2021 წლის ბოლოს, განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში განაცხადა, შესაძლებელია, პირველ კლაში ის მოსწავლეებიც ჩაირიცხონ, რომლებიც 6 წლის კალენდარული წლის ბოლომდე გახდებოდნენ. როგორც ჩანს, აღნიშნულ საკითხს კომიტეტიც სერიოზულად მოეკიდა და მრავალწლიანი პროტესტისა და უკმაყოფილების შემდგომ გადაწყვეტილება მიიღეს, აღნიშნული საკითხი შეისწავლონ. 

ამასთან, etaloni.ge - გთავაზობთ,  საკითხებს, რომელზეც 2022 წელს სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონულტაციო საბჭო იმუშავებს:

  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაცია;
  • სასკოლო სახელმძღვანელოების საკითხი;
  • ჰიგიენის სტანდარტები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
  • ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწების ასაკის ცვლილება;
  • საქართველოს ისტორიის სწავლება;
  • მოსწავლეთა ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა;
  • სკოლების მოტივაციის გაზრდის მექანიზმის დანერგვა;
  • ინკლუზიური განათლება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
  • STEM მიმართულებების გაძლიერება ზოგადი განათლების საფეხურზე. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

პიროვნება
სკოლები

„ჩუმად, ხეს ფოთოლი წყდება...“ - ასე ჩუმად, ლამაზად და სიყვარულით დაიბადა კიდევ ერთი დაუვიწყარი შემოქმედებითი დღე“

სკოლაში მოსწავლეებმა საოცარი საშემოდგომო განწყობა დაატრიალეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება